პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაშეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ნინო წერეთელი უხელმძღვანელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნინო წერეთელი დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების სისტემაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაუმჯობესდეს გამოცდების ორგანიზების კუთხით ცენტრის წარმატებული საქმიანობა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე ესწრებოდა.

ნინო წერეთელს განათლების სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. 2019 წლიდან დღემდე კი იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  რატომ გვეღუტუნება? — ის, რის გარკვევასაც 2000 წელია, ვცდილობთ
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი