რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს

რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმების სრული ციკლი მოიცავს გამოკვლევების, ანალიზებისა და სპეციალისტთა კონსულტაციების ფართო სპექტრს. ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა საჭირო ეტაპს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურისთვის სამხედრო-სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი დამტკიცდა, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს ჩასატარებელი სამედიცინო შემოწმების წესსაც მოიცავს.

შემოწმებისას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირებს უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები:

  • გულმკერდის ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
  • სისხლის საერთო ანალიზი (ედს, ჰემოგლობინის, ლეიკოციტების განსაზღვრა);
  • სისხლის გამოკვლევა (ჯგუფზე და რეზუს ფაქტორზე, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, B ჰეპატიტის ვირუსზე, C ჰეპატიტის ვირუსზე, ათაშანგზე);
  • შარდის საერთო ანალიზი (ხვედრითი წონა, PH, ცილა, გლუკოზა);
  • სიმაღლისა და სხეულის მასის გაზომვა (საჭიროების შემთხვევაში კისრის, მუცლის, თეძოს გარშემოწერილობა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა ანთროპომეტრიული გამოკვლევები);
    საჭიროების შემთხვევაში სხვა გამოკვლევები.

წესის თანახმად, შესამოწმებელ პირს უტარდება ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, და დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გამოკვლევების, ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციების, ანთროპომეტრიული მონაცემების, მედიკამენტებისა და სხვა ნივთიერებათა გადაუტანლობაზე (აწეულ მგრძნობელობაზე) მონაცემების შედეგები ფიქსირდება/აისახება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათში.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

რაც შეეხება შემოწმების შედეგების ასახვას და დასკვნას, განსაზღვრულია, რომ ექიმ-სპეციალისტის მიერ წვევამდელთა ეროვნულსამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის სამედიცინო შემოწმების ბარათის (დანართი №7) შესაბამის გრაფაში კეთდება ჩანაწერი დიაგნოზის შესახებ (დაავადების არარსებობის შემთხვევაში, კეთდება ჩანაწერი „ნორმის ფარგლებში”), აგრეთვე სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის დასკვნა და სამხედრო სამსახურისათვის განკუთვნის მაჩვენებელი.

ექიმ-სპეციალისტს გამოაქვს დასკვნა სამხედრო სამსახურისათვის შესაბამისობის კატეგორიის შესახებ შემდეგი ფორმულირებით:

„ა“ – შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„ბ“ ‒ შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვებით;
„გ“ – შეზღუდულად შესაბამისია სამხედრო სამსახურისათვის;
„დ“ – დროებით შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის;
„ე“ – შეუსაბამოა სამხედრო სამსახურისათვის.

იხილეთ წესი დეტალურად

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2024). რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს. 13 მარტი, 2024. https://sheniganatleba.ge/რა-სახის-სამედიცინო-შემო/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. რა სახის სამედიცინო შემოწმებას გაივლის წვევამდელი ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 17]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%9d-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network