გაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო… – დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება. დიანამ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ნტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა.

“ღამღამობით მესიზმრებოდა დედა, გაღვიძებისთანავე კი ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. კარადაში შენახულ ჩემოდანს ოდნავ ვხდიდი თავს, რომ სახლის სურნელი შემეყნოსა. მერე სწრაფად ვხურავდი, რათა ეს სუნი ჩემოდნიდან მთლიანად არ გამქრალიყო. ამ კედლებში თავმოყრილია ყველაფერი – ცრემლებიც, სიხარულიც, ბედნიერებაც და მონატრებაც”, – აცხადებს მომღერალი ვიდეოსიუჟეტში.

ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

📍 თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. გაღვიძებისთანავე ხმამაღლა ვტიროდი, მოვთქვამდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო… – დიანა ღურწკაიას მძიმე ბავშვობა თბილისის ინტერნატში [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a6/
sheniganatleba.ge
READ  იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი - ბიძინა ივანიშვილის საჩუქარი საქართველოს და მეცენატის სხვა საქველმოქმედო პროექტები
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network