როდის დაიწყება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ბაღებში და რომელ დღეებში დაისვენებენ აღსაზრდელები

ნინო ბერიძე
1 წუთიანი წაკითხვა

2024-2025 სასწავლო წელი ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება. ქვემოთ ჩამოთვლილია ოფიციალურად უქმე დღეები, რა დროსაც ბაღის აღსაზრდელები დაისვენებენ:

  • 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
  • 23 ნოემბერი – გიორგობა
  • 7 იანვარი – შობა
  • 19 იანვარი – ნათლისღება
  • 3 მარტი – დედის დღე
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ზამთრისარდადეგები30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად,სააღდგომოდღეებშიდასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. 2025 წელს აღდგომა 20 აპრილსაა. შესაბამისად, ბაღები 18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

გაუზიარეთ ეს სტატია
სკოლამდელი და დაწყებითი განათლების სპეციალისტი. ჟურნალისტი, რომელიც წერს ბავშვთა განვითარების, ოჯახისა და სასკოლო ცხოვრების შესახებ.
კომენტარები ჯერ არ არის