პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ...

„საუკუნის ძარცვა“ ქართულად – 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა

1997 წელს ეროვნული ზარაფხანიდან 132 ოქროს ზოდი (ოფიციალური მონაცემი) გაიტანეს. საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი კარგა ხანს ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს, ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად გახსნილია 1997 წელს სახაზინო საწარმო ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანიდან” განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 132 კგ. ოქროს ზოდების ქურდობის ფაქტი.

წინასწარი გამოძიებით დადგენილი იყო, რომ 1997 წლის აგვისტოში კონსტანტინე აბაიშვილი, რომელიც მუშაობდა ,,საქართველოს ეროვნულ ზარაფხანა”-ში საწარმო სადისპეტჩერო სამსახურის უფროსად, დაუკავშირდა აწ გარდაცვლილ ჯემალ მიხაილოვს (იგივე დიმიტრი სოკოლოვს), სხვა დანაშაულისთვის იმჟამად პატიმრობაში მყოფ ნუგზარ თეთრუაშვილს, ივანე ბადურაშვილს (იგივე ივანე აბუაშვილს), რომელიც 2001 წლიდან იძებნებოდა სხვადასხვა დანაშაულისათვის და ასევე იმჟამად პატიმრობაში მყოფ მანანა წიქარიძეს.

აღნიშნულმა პირებმა დაგეგმეს ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანიდან” ოქროს გატაცება. დანაშაულის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ნუგზარ თეთრუაშვილმა და ივანე ბადურაშვილმა, კონსტანტინე აბაიშვილის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მისი ხელშეწყობით, 1997 წლის 13 აგვისტოს, ღამით შეაღწიეს სახაზინო საწარმო ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანის” ეზოში, სადაც ჰიდრავლიკური ამწის გამოყენებით შეანგრიეს ძვირფასი ლითონების საწყობი ოთახის კედელი. აღნიშნულ საწყობში, სეიფებში ინახებოდა 132 კგ. ოქროს ზოდები.

ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გატეხეს სეიფები და გაიტაცეს აღნიშნული ოქროს ზოდები. მოპარული ოქრო ჯემალ მიხაილოვთან ერთად, რომელიც ქურდობის დროს იმყოფებოდა ზარაფხანის ეზოში, მასთან თანამცხოვრები მანანა შალვაშვილის მანქანით მიიტანეს ერთ-ერთი ბრალდებულის აგარაკზე, სადაც მოხდა ოთხ თანაბარ წილად გაყოფა და ჯგუფის წევრებს – კონსტანტინე აბაიშვილს, ჯემალ მიხაილოვს, ნუგზარ თეთრუაშვილს და ივანე ბადურაშვილს, თითოეულს წილად ხვდა 33 კილოგრამი ოქროს ზოდი. შემდგომ სხვადასხვა გზით მოახდინეს ოქროს რეალიზაცია როგორც საქართველოში, ასევე თურქეთსა და რუსეთში. ასევე ყოველივე აღნიშნული ცნობილი იყო მანანა შალვაშვილისთვის.

15 წლის შემდეგ, 2012 წელს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს კონსტანტინე აბაიშვილი, ხოლო უკვე ბრალდებულებს – ნუგზარ თეთრუაშვილს, ივანე ბადურაშვილს და მანანა წიქარაძეს დამატებით წარედგინათ ბრალი საქართველოს სსკ-ის 177 მუხლით.

საუკუნის ძარცვა 15 წელი გაუხსნელი იყო და მასზე ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, სანამ 2012 წელს ის სრულიად შემთხვევით არ გაიხსნა. იმხანად ციხეში მყოფი ერთი პატიმარი ხშირად იკვეხნიდა, რომ მას ზარაფხანა ჰქონდა გატანილი, თუმცა არავინ უჯერებდა. საქმე ისაა, რომ ეს ყველას პროფესიონალების ნახელავი ეგონა. თუმცა როდესაც ,გარანტიების სანაცვლოდ, კონკრეტული გვარების დასახელება დაიწყო, სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ სიმართლეს ამბობდა… როგორც აღმოჩნდა, ზარაფხანა კარგად ორგანიზებულ კრიმინალთა დაჯგუფებას კი არა ერთ, მსგავს საქმეში სრულიად გამოუცდელ დამიანთა ჯგუფს გაუძარცვავს, ამ აღმოჩენამ კრიმინალური სამყაროც გააკვირვა, ქურდული სამყარო ხომ (კანონიერი ქურდი გოგი ჩიქოვანი) დამნაშავეთა კვალს წლების განმავლობაში დაეძებდა. უფრო საკვირველი ის იყო, რომ მძარცველების ჯგუფში ქალიც იყო.

 

მანანა წიქარაძის ჩვენებიდან:

– ერთ დღეს, ჩემი მეგობარი ჯემალი მესტუმრა. საუბრისას მან ახსენა, რომ ზარაფხანას დაცვის უფროსი გაუცნია და ისიც გაუგია, რომ ქარხანა რემონტისთვის იკეტებოდა, სწორედ მაშინ დავფიქრდით ამაზე სერიოზულად, რადგან დაკეტილი ქარხნის გაძარცვა ბევრად იოლი იქნებოდა. ცოტა ხანში ჯემალის მეშვეობით დავუკავშირდით დაცვის უფროსს და ჩვენი გეგმა გავაცანით – გეგმის მიხედვით, ჩვენ, ისევე როგორც ზარაფხანის მუშებს უნდა გვცმოდა ე.წ. “კამუფლიაჟი” და ქარხნის ტერიტორიაზე მათთან ერთად უნდა გვემუშავა სარემონტო სამუშაოებზე. იმის გამო, რომ რემონტის დროს იმ ოთახის კარები, სადაც ოქროს სეიფები იდგა” დასვარკებული” იყო, სეიფებში შეღწევა კედლის განგრევით უნდა მომხდარიყო, დაცვის უფროსის ერთადერთი მოვალეობა იყო კონკრეტულ დროს ისე დაეთრო თავისი თანამშრომლები, რომ მათ ჩვენი იქ ყოფნის შესახებ ვერაფერი გაეგოთ.

ივნისში ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენ, “მუშებმა” (სამნი ვიყავით – სულ საქმეში შვიდი კაცი გადიოდა) მანქანით შევიტანეთ ქვიშა, რაშიც დამალული გვქონდა რკინის საჭრელი აპარატი და სხვა იარაღები. პირველ დღეს მთელი დღე თვალის ასახვევად ქვიშის ტომრები ვზიდეთ, ხოლო როცა დაღამდა სამუშაოს შევუდექით. დაცვის წევრები ისეთი მთვრალები იყვნენ, მკვდრებივით ეძინათ. მუშაობა მხოლოდ ღამით გვიწევდა, დღისით ისევ რემონტის “მუშები” ვიყავით… მესამე ღამეს კედელი გავანგრიეთ. სიგნალიზაცია ჩვენმა თანმხლებმა სპეციალისტმა გამორთო. სამი სეიფი უნდა გაგვეღო, ორ სეიფში ოქროს ზოდები ინახებოდა, ხოლო მესამეში ბრილიანტები და ძვირფასი თვლები, ოქროს სეიფები ჯემალმა უპრობლემოდ გახსნა, იქ ერთ-კილოიანი ოქროს ზოდები ეწყო, ემოციებს ვერ ვმალავდით, ამდენი ოქრო ფილმებში თუ გვენახა, მესამე სეიფის გახსნა ვერ მოვახერხეთ, რკინის საჭრელი აპარატი გაგვიფუჭდა… ცუდ ხასიათზე დავდექით რადგანაც ბრილიანტების გატანაც შედიოდა ჩვენს გეგმაში.  ნახეთ სრულად პრაიმტაიმზე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი