პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ...

„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ…“ – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი შვილს

დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა თეიმურაზ ქორიძე, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა, თავის უსაყვარლეს გოგონას დაბადების დღეს საჯარო წერილებით ულოცავდა.

ერთ-ერთ მათგანს უცვლელად გთავაზობთ:

„ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა… (შეპირებული წერილი შვილს)
ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან ჩემო – პირმომღიმარო.
და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, სიტყვას ყველაზე დიდ საჩუქრად მივიჩნევ…
გჩუქნი ამ სიტყვებს ჩემო მშვენიერო როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ, მაშინ შენ მაჩუქე ეს ძვირფასი საჩუქარი ღმერთის წინაშე და ამ საჩუქრით გამიხსენე.

გთხოვ, ეცადო რომ უფრო მეტად მოუსმინო, ვიდრე ისაუბრო. ამით სხვის სიტყვასაც დააფასებ და საკუთარ სიტყვასაც ძალას შესძენ.
ეს ერთი წელი დიდი სიხარულით, სიწრფელით და სილაღით განვლე და იმედი მაქვს რომ მუდამ ასეთად დარჩები.

სილაღით – ამ ცხოვრებისეული განსაცდელებით დაღლილ ადამიანის გულს სიხარულს მიანიჭებ(და იქნებ… იმ ერთმა ნაპერწლად ანთებულმა სიხარულმა რამხელა ბედნიერის ცეცხლი დაანთოს მასში)…
სიწრფელით – ადამიანთა გულებს დააიმედებ და ამით შენ მათი ბედნიერებᲘთ იქნები ბედნიერი(არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სხვისი სიხარულით გახარება).
რაც შეეხება სიხარულს… მწამს, რომ მწუხარების გაზიარება გეცოდინება. მაგრამ ეცადე სხვისი სიხარულით შენი ბედნიერება განამრავლო – ეს იქნება შენი დიდი ადამიანობის ბეჭედი და ცხოვრების სიხარული.
გთხოვ, არასოდეს შეგშურდეს…იცხოვრე შენი ცხოვრებით.
შენ საუკეთესო დედა გყავს და კვლავ გთხოვ, რომ მას მიბაძო – დიდ სიყვარულს ისწავლი მისგან…
მიყვარხარ! და როგორც ყოველთვის ახლაც გეტყვი – უმიზეზოდ.
გიყვარდეს – უმიზეზოდ…
გილოცავ ჩემო!“, – წერდა მამა თეიმურაზი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
„რადგან ეს კითხვა გაჩნდა, მათი ბრალია“ – სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ თათია შარანგიას უფროსი შვილები

„რადგან ეს კითხვა გაჩნდა, მათი ბრალია“ – სად ცხოვრობენ და რას საქმიანობენ თათია შარანგიას უფროსი შვილები

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი