ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის...

„ლაშას პირად ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ“ – გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს

ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ამ გადაწყვეტილების გამო ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა.

სწორედ კრიტიკოსებისათვის, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „ვერავის აპატიებს ლაშას ან მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“.

„რამდენიმე დღეა თავს ვიკავებ, მაგრამ, ბევრი ისეთი ადამიანი გადავიდა “დაუკრეფავში”, ვინც წესით მე პატივს მცემს და მითვალისწინებს…. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მიუღებელია, ადამიანი გეზიზღებოდეს პოლიტიკური შეხედულების გამო… არ აქვს მნიშვნელობა ის ოპოზიციონერია, პარტიულია თუ ვინაა…

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე მოგმართოთ ჩემს ფბ მეგობრებს, ვის პოსტებსაც უშუალოდ მე ვხედავ… არ მინდა სათითაოდ შემოვიდე საუბარში ან საჯარო კამათში და გაწყენინოთ… ყველამ ძალიან კარგად იცით, რას ნიშნავს ჩემს ცხოვრებაში ლაშა ტალახაძე! არ დავიწყებ არანაირ დამატებით ახსნას…

სწორედ ამიტომ, ყველანაირ კრიტიკას თუ გულისტკივილს, ზრდილობის და წესიერების ფარგლებში, თქვენი პოლიტიკური თუ ქომაგური გადმოსახედიდან გამომდინარე, ვკითხულობ და რეაქცია არ მაქვს… (ჩემთვის გასაგებია, რომ გული გწყდებათ მის გადაწყვეტილებაზე) .

რაც შეეხება დამცინავ პოსტებს, ლაშას პირად ან მის ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს და მსგავს „კრიტიკას“, ვერავის ვერ გაპატიებთ, ამიტომ, ან თავი შეიკავეთ და წესიერების ფარგლებში წერეთ, ან სანამ დრო გაქვთ, თქვენი ხელით წამშალეთ აქედან და ცხოვრებიდანაც! მადლობა!“ – წერს ჭინჭარაული.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ბავშვის ზრდა-განვითარების თეორიული მიდგომები

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

კულინარიული ექსპედიციის მიერ შეგროვებული უნიკალური ქართული საწებლების რეცეპტები 

ნოემბერი 25, 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი