ორშაბათი, მაისი 19, 2025
spot_img
მთავარიბაღებიპირველი დღე სკოლაში წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ- ვინ არის გოგონა ცნობილი ფოტოდან,...

პირველი დღე სკოლაში წასვლამდე და დაბრუნების შემდეგ- ვინ არის გოგონა ცნობილი ფოტოდან, რომელიც ყოველ წელს, სწავლის დაწყების დღეს თავს გვახსენებს?

დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. სწავლის დაწყება, როგორც წესი, მოსწავლეების უმეტესობას ახარებს. ნაწილს კი, ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ მეცადინეობა დიდად არ ეხალისება.

დღეს სწავლის დაწყების პირველი დღის ყველაზე ცობილი ფოტოს ისტორიას გავიხსენებთ, რომელიც სოციალურ ქსელებს ყოველ წელს ვრცელდება.

შოტლანდიაში, ქალაქ გლაზგოში მცხოვრები ხუთი წლის ლუსი სკოლაში პირველად წასვლის წინ დილით დედამ კოხტად გამოაწყო. თუმცა, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კამერით კიდევ ერთხელ აღბეჭდილი კადრი უფრო დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ლუდის დედას სურდა სკოლაში გოგონას პირველი კადრებას აღებეჭდა.

კოლაში ყოფნისას ლუსიმ სრული ტრანსფორმაცია განიცადა: სახლში მოჩაჩული ჰალსტუხით, უსწორმასწოროდ აწეული წინდებითა და გაჩეჩილ თმაზე ძლივს შერჩენილი ბაფთით დაბრუნდა.

“კი მაგრამ, რას გააკეთე სკოლაში დღის მანილზე”- ჰკითხა ლუსის გაოცებულმა დედამ.

“ბევრი არაფერი”,- უპასუხა გოგონა, თუმცა მისი ჩაცმულობა სხვა რამეს ამტკიცებს.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  როგორ ვწეროთ და წარმოვთქვათ ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები სწორად (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი