რომელ დღეებში დაისვენებენ სკოლები

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
განათლების სამინისტრომ დაამტკიცა საჯარო სკოლების დირექტორობის კონკურსის განახლებული წესი. ცვლილებები მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და ხარისხის გაუმჯობესებას.

სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მეორე სემესტრი კი 15 იანვრიდან განახლდება.

2023-2024 სასწავლო წლის დასრულებამდე ოფიციალურად უქმე დღეებია:

  • 7 იანვარი – შობა

  • 19 იანვარი – ნათლისღება

  • 3 მარტი – დედის დღე

  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე

  • 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საგაზაფხულო არდადეგები კი ოფიციალურად 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, მოსწავლეები 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. სრულად

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
განათლების მიმოხილვის რედაქტორი. სწავლობდა თსუ-ში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. შენი განათლების გამომცემლობის დამფუძნებელი ჟურნალისტი.
კომენტარები ჯერ არ არის