იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის სახელობის მონასტერი. სავანის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი.
მისი ისტორია ამგვარია:
XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა.
მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა
მასალის გამოყენების პირობები