13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა – პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა

13 წლის ზეინ ორო­კის სიკ­ვდი­ლი ცხა­დად აჩ­ვე­ნებს ღა­ზა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მთელ სი­სას­ტი­კეს. ნო­ემ­ბრის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის დროს ზე­ინ­მა ოჯა­ხის 17 წევ­რი და­კარ­გა, თვი­თონ კი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი გა­ა­ტა­რა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ. გა­სულ კვი­რას, როცა ამე­რი­კუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი ღა­ზას ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას აწ­ვდიდ­ნენ, ერთ-ერთ ყუთი ბიჭს თავ­ში მოხ­ვდა – ზე­ი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

“პირ­ვე­ლად, როცა ჩვე­ნი სახ­ლი და­ბომ­ბეს, ზე­ი­ნი ნან­გრე­ვე­ბი­დან თა­ვის, ხე­ლი­სა და ფე­ხის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბით გა­მო­ვი­და. ღმერ­თმა გა­და­არ­ჩი­ნა… რო­დე­საც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დახ­მა­რე­ბას გვაწ­ვდიდ­ნენ, თავ­ში ვერ­ტმფრე­ნი­დან ნას­რო­ლი ყუთი მოხ­ვდა, ხალ­ხი ბიჭს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და, ყვე­ლა მში­ე­რი იყო. ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და თა­ვი­სა და მუც­ლის არე­ში, ასე­ვე მენ­ჯი­სა და თა­ვის ქა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა – ყვე­ლამ გა­და­უ­ა­რა,” – ამ­ბობს ზე­ი­ნის ბა­ბუა, ალი ორო­კი.

ზე­ი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც კვი­რას გარ­და­იც­ვა­ლა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
5 მარტს, 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 10 და­შავ­და, მას შემ­დეგ, რაც პა­რა­შუ­ტი ვერ გა­იხ­სნა და ადა­მი­ან­თა ჯგუფს და­ე­ჯა­ხა. 26 მარტს, დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტი ღა­ზის სა­ნა­პი­რო­ზე, ზღვა­ში და­ეშ­ვა – სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 7 ოქ­ტომ­ბერს, დი­ლის 06:30 სა­ათ­ზე, ნე­გე­ვის უდაბ­ნო­ში, კი­ბუც რე-იმ­თან ახ­ლოს, ებ­რა­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის სუ­კო­ტის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნო­ვას მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, “ჰა­მა­სის” შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბა ის­რა­ელს და­ეს­ხა თავს.

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ის­რა­ელ-პა­ლეს­ტი­ნის 18-თვი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­დე­გი იყო ღა­ზას სექ­ტორ­ში, რო­მე­ლიც 1967 წლის შემ­დეგ ის­რა­ე­ლის მიერ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი თა­ვი­ან­თი სა­მო­მავ­ლო სა­ხელ­მწი­ფოს ცენ­ტრად მი­იჩ­ნე­ვენ.

წყარო: ambebi.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

სტატიის ციტირება
SheniGanatleba.ge. 13 წლის ბიჭი, რომელიც დაბომბვას გადაურჩა, ვერტმფრენიდან ჩამოყრილმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იმსხვერპლა – პალესტინელი ზეინის უმძიმესი ისტორია [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 4]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/13-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ad%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%91/
sheniganatleba.ge
READ  როგორ სჯიდნენ ქალს ღალატისთვის ძველ საქართველოში
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network