რეჟისორმა პაბლო ლარაინმა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სადაც ლეგენდარული მომღერლის როლს ოსკაროსანი მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ასრულებს.
ფილმის გადაღებების დაწყებისთანავე მარია კალასის შესახებ ინტერესი გაიზარდა.
მარია კალასი
მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.
კარიერის დასაწყისი
1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.
1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა “ლირიკული ოპერის” აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.
1947 წელს მარია კალასი ხვდება ტულიო სერაფინს. მასთან შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეცვალა მომღერლის ცხოვრება. სერაფინს მარია დიდი ოპერის სცენაზე გაჰყავს. პირველმა პარტიებმა ჯუზეპე ვერდის აიდაში და ბელინის ნორმაში 1948 წელს, ერთი კვირის შემდეგ კი ვოკალურად შეუთავსებადი პარტიები ბრუნჰილდასი ვაგნერის “ვალკირიებში” და ელვირასი ბელინის “პურიტანელებში” შექმნეს მარია კალასის შემოქმედებითი ფენომენი. იგი ასრულებდა როგორც ლირიკულ, ასევე დრამატულ და კოლორატულ პარტიებს, რაც ერთი მხრივ ფენომენური იყო (“ოთხი ხმა ერთ ყელში” – ასე ახასითებდნენ მას), მეორე მხრივ კი დამღუპველი იყო მისი უნიკალური ხმისთვის.
მომღერალს პრობლემებს ჭარბი წონაც უქმნიდა, რის გამოც იგი ხშირად ხდებოდა ბულინგის სამიზნე. კარიერის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, როცა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, კალასმა საბოლოოდ იზრუნა საკუთარ თავზე და წონაში დაიკლო. წონაზე ხუმრობები დავიწყებას მიეცა – ჭარბი წონის მოშორებამ მარია ნამდვილ ლამაზმანად აქცია, მაგრამ საოპერო ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეებს არ აინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ვარსკვლავი. ისინი მოხიბლული იყვნენ კალასის ხმით, რომელსაც სხვადასხვა სპექტაკლში შეეძლო პარტიების შესრულება სხვადასხვა ხმით.
„შესაძლებელია ასეთი სპილო „ტოსკას“ მღეროდეს?” – გაიგო კალასმა ათენის ოპერის ერთ-ერთი მუშაკისგან. მას მაშინვე დაარტყა მარიამ, რომელმაც, ფაქტობრივად, მუშტით გაუსწორა ცხვირი.
ჩხუბიდან სულ რაღაც წამში კალასი, თითქოს არაფერი მომხდარა, სცენაზე როლისთვის საჭირო გამომეტყველებით გამოჩნდა. უკვე პირველი არიის შემდეგ ყველა დამსწრე მიხვდა, რომ წინ ახალი ვარსკვლავი ედგათ. აპლოდისმენტები არ მთავრდებოდა. ზოგი ყვიროდა: „ღვთაებრივი ხმა!“ და სცენაზე ასვლას ცდილობდა. ამ დღეს მარია მიხვდა, რომ თუ ხმა იქნება, მაშინ საზოგადოება აპატიებს ზედმეტ წონას, ახლომხედველობას და სიკაშკაშის ნაკლებობას.
პირადი ცხოვრება
მარია კალასი დაქორწინდა მილიონერ ჯოვანი მენეგინიზე, რომელიც მასზე ბევრად უფროსი იყო. ქალს ის არ უყვარდა, მაგრამ აფასებდა ზრუნვას და ლამაზად მოვლის უნარს. ვიღაც დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი იტალიელის სიმდიდრეში იმალებოდა, მაგრამ ეს ალბათ მართალი არ იყო. იმ დროისთვის, როცა ის დაქორწინდა, კალასმა მიიღო ზღაპრული ჰონორარი და თავად შეეძლო ყველაფრის ყიდვა.
თავად ჯოვანი გაგიჟებით იყო შეყვარებული თავის მარიაზე. მან საკუთარი კომპანიის მართვა ახლობლებს გადააბარა და მთლიანად ახალგაზრდა ცოლს მიუძღვნა თავი. ქორწინება მარიამ დაასრულა, როცა არისტოტელე ონასისი გაიცნო.
მათი გაცნობა საკმაოდ უვნებლად დაიწყო – ონასისმა მარია და მისი ქმარი მიიწვია ხმელთაშუა ზღვაში იახტით სასეირნოდ.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, ყველა დამსწრემ შეამჩნია, რომ სანამ ჯოვანი გემბანზე მზიან შეზლონგზე ისვენებდა, მისი ცოლი იახტის პატრონს ოთახში გაჰყვა. სრულად
მასალის გამოყენების პირობები