შაბათი, თებერვალი 22, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიები„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია...“ - სასწაულმოქმედი ხატის "მანუგეშებლის" ისტორია

„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია

ხატი სახელწოდებით “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი” ათონზეა დავანებული, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს აგებულ უძველეს ვატოპედის მონასტრის ხარების­ ეკლესიაში.

გადმოცემით, 395 წელს გემი, რომელიც ათონის მთისკენ მიდიოდა და მასში იმპერატორ­ თეოდოსის ვაჟი, უფლი­სწული არკადი იმყოფებოდა, ქარიშხალში მოყვა.

უფლისწული გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია. გემმა­ გაჭირვებით მიაღწია ათონის მთის იმ ადგილს, სადაც მონასტერია აღმართული.­ ფიქრობდნენ, რომ უფლისწული დაიღუპა.­ ხანგრძლივი ძებნის შემდეგ სანაპიროზე ბუჩქნარს მიადგნენ, რომლის ჩრდილშიც ერთიანად სველი, მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული­ დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ ის თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოჰყვა. აქედანვე წარმოდგა სახელწოდება ვატოპედი – “ყმაწვილის ბუჩქი”.

იმპერატორმა თეოდოსიმ ვაჟის გადარჩენის სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს. ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი “მანუგეშებელი” მარჯვენა კლიროსთან კედლის ნიშშია, რომელიც მის სახელზეა ნაკურთხი. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობასა და სიყვარულს, თუმცა მისი მზერა სავსეა სიმკაცრით.

“მეცხრე საუკუნეში, დილის ლოცვის­ შემდეგ, ამ მონასტრის იღუმენს ხატთან ლოცვისას უცებ მოესმა ღვთისმშობლის­ ხმა, რომელმაც უთხრა, ნუ გააღ­ებთ ტაძ­რის კარს, ყაჩაღების თა­ვდასხმა­ გელოდებათო. იღუმენი შეკრთა და ღვთისმშობლის­ ხატს თვალები მიაპყრო. უცებ მან სასწაული­ იხილა­ – ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც სახე მის მკლავებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი დედის ბაგეს ააფ­არა, სახე მისკენ მიიბრუნა და უთხრა, არა, დედაო ჩემო, ნუ ეუბნები მათ ამას, დაე, დაისაჯონო. მაგრამ ღვთისმშობელმა სცადა­ თავისი ძისა და უფლის ხელი შეეჩერებინა,­ სახე მარჯვნივ შეაბრუნა, თავი აარიდა და ორგზის კვლავ წარმოთქვა:

“დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ”. მართლაც, ყაჩაღების ჯგუფს განზრახული ჰქონია, გათენებისთანავე, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა არ დაუშვა უღმერთ­ოთა ბოროტი ჩანაფიქრის აღსრულება… ამის შემდეგ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ეწოდება “ნუგეში” ანუ “მანუგეშებელი”,­ ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყვე­ლება კი დარჩა იმავე მდგომარეობაში, როგორიც­ მან მიიღო სამგზის ხმის აღმოტევების შემდეგ. მანუგეშებელ ხატთან ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც სათხოვნელი, სავედრებელი აქვთ.”

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

საუკეთესო ტაპას ბარები ესპანეთში

20 February, 2025
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის გეგმა დაამტკიცა

თებერვალი 21, 2025
ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

ტორონტოში 17 თებერვალს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილ მგზავრებს კომპენსაციის სახით 30 ათასი დოლარი შესთავაზეს

21 თებერვალი 2025
სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

სწორი ვენტილაცია საკანალიზაციო არხებში: მნიშვნელობა, პრინციპები და ეფექტური გადაწყვეტილებები

თებერვალი 21, 2025
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

ვეგანური კვება -მოდური ტენდენცია თუ გონივრული არჩევანი? 

თებერვალი 22, 2025
ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი – მეგობრობა, რომელმაც დროს გაუძლო

თებერვალი 22, 2025
განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

განათლების მომავალი: ციფრული სწავლების როლი

22 თებერვალი 2025
თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს — დაკავებულია 3 პირი

თებერვალი 21, 2025
თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

თებერვალი 21, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი