ეს აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს – ფსიქოლოგის მიმართვა მშობლებსა და პედაგოგებს

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 75

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე 10 აპრილს სოციალურ ქსელში მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საყურადღებო მიმართვას აქვეყნებს და წერს, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა:

“აუცილებლად ასწავლეთ ბავშვებს!

– ასწავლეთ ბავშვებს, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება.

– ასწავლეთ, რომ არ არის აუცილებელი ყველას სიყვარული, მაგრამ აუცილებელია ყველას აზრის პატივისცემა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

– ასწავლეთ ბავშვებს, რომ შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია….შეცდომების აღიარება სიძლიერეა.

– ასწავლეთ ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.

– ასწავლეთ, რომ თუ ეტირებათ, აუცილებლად იტირონ, რადგან ტირილი სირცხვილი არ არის.

– ასწავლეთ, რომ არც დამარცხებაა სირცხვილი…

– ასწავლეთ დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინონ, რასაც სხვები ვერ ხედავენ.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

– ასწავლეთ როგორ დახუჭონ თვალები ისე, რომ გაფრინდნენ და იმოგზაურონ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

– იმედის გულით ტარება ასწავლეთ, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედის.

– ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა ასწავლეთ.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

– ადამიანების რწმენა და სიყვარული ასწავლეთ, მაგრამ არც იმის თქმა არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ადამიანი კეთილი არ არის, ამიტომ ფრთხილად ყოფნაც ასწავლეთ.

– ასწავლეთ, რომ ადამიანის გულსა და გრძნობებს უნდა გაუფრთხილდნენ.

– ასწავლეთ, რომ არ უნდა მოატყუოს, არ უნდა ატკინოს გული და არ უნდა დაჰპირდეს იმას, რასაც ვერ შეასრულებს.

– ასწავლეთ, რომ როცა იტყვის “მიყვარს”, ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანსაც მთელი გულით უნდა უერთგულოს, რადგან სიყვარული თამაში არ არის…

სიმართლის თქმის სიმამაცე ასწავლეთ, მოთმინება ასწავლეთ, და მთავარი – მიმტევებლობა ასწავლეთ, რადგან პატიება ძლიერებს შეუძლიათ.

– ღიმილი ასწავლეთ, გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება ასწავლეთ.

– ბედნიერების განცდა ასწავლეთ, მადლიერება ასწავლეთ, საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ.

მიეცით ბავშვებს უპირობო სიყვარული.

და ყველაზე მთავარი, ნუ შეაშინებთ ბავშვებს ღმერთის სახელით. ღვთის შიშის ნაცვლად, ღვთის სიყვარული ასწავლეთ.

READ  მსოფლიოს 6 ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ყინულქვეშა დაივინგისთვის

მიეცით ბავშვებს უფლება, იყვნენ თავისუფლები და ბედნიერები!”.

📍 სტატია ეხება: ვალე

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის