სამშაბათი, დეკემბერი 30, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისკოლამ კომპიუტერი აჩუქა, რომელიც ყოველ 15 წუთში ფოტოებს უღებდა და მის ყველა...

სკოლამ კომპიუტერი აჩუქა, რომელიც ყოველ 15 წუთში ფოტოებს უღებდა და მის ყველა ქმედებას აკონტროლებდა – 15 წლის ბიჭის ამბავი, რომელიც Netflix-ის სერიალს საფუძვლად დაედო

2010 წელს პენსილვანიის ერთ-ერთ სასწავლებელში 15 წლის ბლეიკ რობინს სხვა 2  ათას მოსწავლესთან ერთად სკოლამ ლეპტოპი გადასცა.  სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი იყო მოსწავლეებს სასწავლებლის რესურსებზე სრული ხელმისაწვდომობა ჰქონოდა. მაშინ ბლეიკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა.

ამ ამბიდან მალევე რობინს სკოლის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და ის ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს. ნივთმტკიცებად  მათ  რობინის ოთახში გადაღებული ფოტოები წარმოადგინეს, რომელიც ლეპტოპის კამერით იყო გადაღებული.

ამ ამბის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ კომპიუტერებში სპეციალური პროგრამა იყო ჩაინსტალირებული, რომელიც მოსწავლეების ქმედებებს აკონტროლებდა, ასევე ამბობდნენ, რომ ლეპტოპი ყოველ 15 წუთში ფოტოებს იღებდა.

რობინის ოჯახმა სკოლას უჩივლა. სკოლამ აღიარა, რომ ლეპტოპებში უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა იყო ჩაყენებული.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით,  ლეპტოპებში არსებული პროგრამა, რომელიც ფოტოებს ყოველ 15 წუთში ერთხელ იღებდა, იმიტომ ჩააყენეს რომ კომპიუტერის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში მისი აღმოჩენა გამარტივებულიყო.

რობინის ოჯახმა კომპენსაცის სახით 610,000 დოლარი მიიღო.

ეს ამბავი საფუძვლად დაედო ნეტლიქსის სერიალს, სახელწოდებით „Spy High”. .. ნახეთ ვიდეო

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  იტალიაში ეტრუსკული სამარხი აღმოაჩინეს, რომელშიც 100-ზე მეტი ხელუხლებელი არტეფაქტი ინახებოდა
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი