ებრაელების აღზრდის 7 ოქროს წესი

ებრაელების აღზრდის 7 ოქროს წესი | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ებრაელი ბავშვების “გენიოსებად” აღზრდაზე საუბარი ხშირად ეფუძნება კულტურულ სტერეოტიპებს, თუმცა არსებობს რეალური ფაქტორები, რომლებიც ებრაულ საზოგადოებაში განათლებისა და ბავშვების აღზრდისადმი განსაკუთრებულ მიდგომას ასახავს. ეს 7 წესი ასახავს იმ ღირებულებებსა და პრაქტიკებს, რომლებიც ებრაელ ოჯახებში ხშირად გვხვდება და რომლებიც ხელს უწყობენ ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებას:

ბავშვები არ უნდა დააკომპლექსოთ

„ჩემს შვილს არ აქვს ნაკლოვანებები და არც შეიძლება ჰქონდეს”- ასეთი პოზიცია აქვთ ებრაელ მშობლებს. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი შვილების ნაკლოვანებებს ამჩნევენ, მაგრამ სხვა ამას ვერასდროს გაგებს, უბრალოდ მათ გამოსწორებას შეეცდებიან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ებრაელი მშობლებისთვის თავისუფლება ჰაერივით მნიშვნელოვანია. ისინი შვილებს თავისუფლებას და მის დაფასებას ასწავლიან, არ თვლიან, რომ ბავშვი დაკომპელქსებული და ჩარჩოებში მოქცეული უნდა გაიზარდოს. თუმცა, თუ ბავშვმა ზღვარს გადააბიჯა, არც დასჯას და ახსნა- განმარტებების მიცემას იზარებენ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

შეაქე ბავშვი ნებისმიერი მიზეზით

დედა თავის შვილს ყოველთვის, ყოველი მცირე წარმატების მიღწევისას აქებს. დაბადებიდნ, იქნება ეს პირველი სიტყვა, პირველი ნაბიჯი თუ ა.შ. ბავშვი უფრო თავდაჯერებული და ახალი წარმატებების მიღწევისკენ მოტივირებული იქნება.

საკუთარ საქცილებზე დიდი პასუხისმგებლობის ქონა

მშობლებს სჯერათ და იციან, რომ ბავშვებისთვის ისინი მისაბაძი მაგალითები არიან, ამიტიომ ყველა სიტყვას და ქცევას ძალიან ფრთხილად არჩევენ.

სიყვარული და პატივისცემა ოჯახში

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ეს უკანასკნელი ბავშვის სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთპატივისცემა არსებობს და ეს მშვიდი და ბედნიერი ოჯახისთვის მთავარია.

ისწავლო თუ როგორი მშობელი უნდა იყო

ბავშვებს მცირე ასაკიდან უკვე უნერგავენ თუ როგორი მშობლები უნდა იყვნენ. გოგონა, როდესაც თხოვდება უკვე მზად არის და იცის, რომ ოჯახში მისი პირადი „მე” და ეგოიზმი მეორე პლანზე იწევს, ასეა მამაკაცების შემთხვევაშიც. ებრაელებსთვის ოჯახი ერთი დიდი ერთობაა, სადაც ერთმანეთის წარმატებისთვის კომპლექსური და დაუღალავი შრომა მიმდინარეობს.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ასწავლო ბავშვებს, თუ როგორ გადაანაწილონ დრო

READ  „ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ - მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

ებრაელმა ბავშვებმა არ იციან სიზარმაცე და დროის ფუჭად ფლანგვა. მცირე ასაკიდან მშობლები ცდილობენ თითქმის ყველა წრეზე ატარონ ბავშვები და სრულფასოვანი განვითარების საშუალება მისცენ.

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). ებრაელების აღზრდის 7 ოქროს წესი. 9 ივნისი, 2025. https://sheniganatleba.ge/ებრაელების-აღზრდის-7-ოქრო/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. ებრაელების აღზრდის 7 ოქროს წესი [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a1-7-%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network