ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებიგემი, რომელსაც 300 წლის წინ 200 ტონა საგანძური გადაჰქონდა

გემი, რომელსაც 300 წლის წინ 200 ტონა საგანძური გადაჰქონდა

კოლუმბიაში სანაპიროსთან ახლოს ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. როგორც დასტურდება, ისინი ესპანურ გალეონს, სან ხოსეს ეკუთვნის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გემი იყო. საგანძურით დატვირთული ხომალდი 1708 წელს ბრიტანულ სამხედრო გემებთან ბრძოლის დროს ჩაიძირა. მას დაახლოებით 200 ტონა ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები გადაჰქონდა. იუწყებიან, რომ საგანძურის თანამედროვე ღირებულება შესაძლოა, 17 მილიარდ დოლარსაც აღემატებოდეს.

კოლუმბიის მთავრობა იმედოვნებს, რომ არტეფაქტების ნაწილი აღდგება. ასევე გეგმავენ, რომ ისინი სპეციალურ მუზეუმში განათავსონ, რომელიც ჯერ არ არის აშენებული. მიუხედავად ამისა, ესპანეთის მთავრობის მხრიდან პრეტენზიები არსებობს. ისინი ამტკიცებენ, რომ დროის გასვლის მიუხედავად, სამხედრო გემის ნაწილები კვლავ ესპანეთს ეკუთვნის.

კოლუმბიის საზღვაო ძალებისა და სხვა უწყებების მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და დისტანციური წყალქვეშა აპარატებით (ROV) გადაღებული გამოსახულებები შეისწავლეს. ასობით მონეტა გემის ნამსხვრევებთან, დაახლოებით 600 მეტრის სიღრმეზეა მიმოფანტული.

2015 წელს კოლუმბიის მთავრობამ განაცხადა, რომ სან ხოსე კოლუმბიის კარიბის ზღვაში, ქალაქ კარტახენასთან ახლოს აღმოაჩინა. დამატებითი დაკვირვებები 2021 და 2022 წლებში ჩატარდა. კვლევებმა დაადასტურა, რომ ნამსხვრევები და საგანძური მართლაც 1708 წელს ჩაძირულ ესპანურ გალეონს ეკუთვნის.

მკვლევრები ამბობენ, რომ გემის ნამსხვრევებში მრავალ ადგილას ოქროს ათეულობით მონეტა შეამჩნიეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ისინი გარშემორტყმულია სხვა არტეფაქტებით, მათ შორის ტვირთის ნაწილებით, იარაღითა და იმ დროის საყოფაცხოვრებო ნივთებით. გემი კარგად ასახავს, როგორი იყო ყოველდღიური ცხოვრება გემზე 300-ზე მეტი წლის წინ.

მონეტების სრულყოფილად შესწავლისთვის მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის ფოტოგრაფია გამოიყენეს. დაადგინეს, რომ მონეტების საშუალო დიამეტრი დაახლოებით 3.2 სანტიმეტრია, წონა კი 27 გრამი.

ROV აპარატების მიერ გადაღებულ სურათებზე მონეტების დიზაინიც ჩანს. ერთ მხარეს იერუსალიმის ჯვრის ვარიაციაა გამოსახული, ასევე ფარი, რომელიც ციხესიმაგრეებითა და ლომებითაა გაფორმებული. მეორე მხარეს კი ჩანს “ჰერკულესის გვირგვინით შემკული სვეტები ზღვის ტალღების თავზე”… სრულად

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ლიზი ბორდენის ხმაურიანი საქმე, რომელიც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი