ჟურნალისტი გვანცა დარასელია საზოგადოებას მნიშვნელოვან დისკუსიაში იწვევს. მან სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც საჯარო თუ არასაჯარო პირების გარეგნობის საჯარო შეფასების მზარდ ტრენდზე ამახვილებს ყურადღებას.
“დაფიქრებულხართ თუ არა, რა არის თქვენი მიზანი, როდესაც ადამიანს სოციალურ ქსელში… უწერთ კომენტარს მისი გარეგნობის შესახებ?“ – ამ კითხვით იწყებს დარასელია საუბარს იმ შეტყობინებებსა და კომენტარებზე, რომლებსაც თავადაც ხშირად იღებს, მაგალითად: “რა გამხდარი ხარ, ეს რას დამსგავსებულა, მგონი ძალიან დაბერდი”.
ჟურნალისტი გვაფრთხილებს, რომ ამის მიღმა ხშირად შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური სირთულეები ან ცხოვრების რთული ეტაპები იმალებოდეს.
ასევე ნახეთ:
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


                                    