პარასკევი, ნოემბერი 14, 2025
spot_img
მთავარიინტერვიუ„როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს“ -...

„როდესაც ურთიერთობა დავიწყეთ, დეპრესია სრულად დამარცხებული ჰქონდა და შესანიშნავად გრძნობდა თავს“ – გიორგი კეკელიძის და მარიამ სოსელიას სიყვარულის ისტორია

ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია, რამდენიმე თვის წინ მშობლები გახდნენ – მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.

გამოცემამ „ზმნა“ მარიამ სოსელია ჩაწერა, სადაც მან ქმარსა და
სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა:

„პროფესიით პროდიუსერი ვარ, ბევრი წელი სარეკლამო ინდუსტრიაში გავატარე, კომერციული ვიდეო რგოლების პროდიუსერი ვიყავი. შემდეგ გადავინაცვლე მარკეტინგსა და პიარში.

ახლა LIB.GE აკადემიის მმართველი პარტნიორი ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ყოველთვის მინდოდა მეკეთებინა. ძალიან სასიამოვნო პერიოდია ამ მხრივ ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს მარიამ სოსელია.

– გიორგი კეკელიძე როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

– ერთმანეთი 2015 წელს გავიცანით. პირველად ტელევიზიაში შევხვდით, სადაც გიორგი სტუმრად გვყავდა მოწვეული. რეალურად ამ დროიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა, თუმცა მაშინ ურთიერთობის ამ მოდელზე არც ერთს არ გვიფიქრია, რადგან ორივეს ჩვენი პირადი ცხოვრება გვქონდა. იმ დროს გიორგიზე ვიცოდი, ვინც იყო და რასაც საქმიანობდა, თუმცა კარგად მახსოვს, პირველად „ჩაის თემაში“ ვნახე და მისი გამოსვლა ძალიან მომეწონა. ბევრი ვიცოდი მის შესახებ და ვთვლიდი, რომ გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანია. გაცნობის შემდეგ მალევე დავმეგობრდით და ამ ამპლუაშიც ყოველთვის მქონდა მისი იმედი. ახლა კი, ძალიან ვამაყობ რომ ჩემს შვილს ასეთი მამა ჰყავს. რეალურად შეყვარებულობიდან დაქორწინებამდე ძალიან მალე მივედით. 9 წელი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და მოვლენების სწრაფი განვითარებაც ამან გამოიწვია. ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, არა რაიმე კონკრეტული ფაქტის შემდეგ. გიორგი არავის ჰგავს და მასთან ურთიერთობაც ყოველ დღე განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად მას ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს, ამაში მეც მომიწია ჩართვა.

– რა შეცვალა ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ? თანაცხოვრება რაღაცებს ცვლის…

– გიორგი იმაზე თბილი ადამიანია, ვიდრე იქამდე წარმოვიდგენდი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს. მე და გიორგის ბევრი განსხვავებული ინტერესი გვაქვს, თანაცხოვრებასაც ყოველთვის მოსდევს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა დროთა განმავლობაში, ორივემ გავიცანით ერთმანეთი, თუ როგორები ვართ შინ, რა გვწყინს, რა გვიხარია… სრულად

READ  "მე სულ ჩართული ვიყავი მუშაობაში და ამ ორომტრიალში დამავიწყდა სიყვარული; შემეძლო უფრო მეტად მოვფერებოდი, მეკოცნა..." - შალვა ამონაშვილი მეუღლეზე

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი