5 ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს D ვიტამინის შეწოვას

Georgian update logo: white 'ag60' icon inside a rounded white square on an orange background, with the Georgian word 'განახლება' beneath.
3 წუთიანი წაკითხვა
#image_title

D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის და ფოსფორის ათვისებაში, რომლებიც გადამწყვეტია ძვლების ჯანმრთელობისთვის.ბავშვებში ხელს უწყობს ჯანსაღი ძვლების ზრდას, მოზრდილებში ძვლების სიძლიერის შენარჩუნებას და მოტეხილობების თავიდან აცილებას.

D ვიტამინს ასევე ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და ნეიროპროტექტორული თვისებები აქვს, რაც ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას, იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ხელს უშლის სახსრების ტკივილს, ენერგიის ნაკლებობას და განწყობის დაქვეითებას.

D ვიტამინი ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ვიტამინისგან განსხვავებით, ბუნებრივად ნაკლებად გვხვდება საკვებში. D ვიტამინის ძირითადი ბუნებრივი წყაროა თევზი, კვერცხი.

ორგანიზმი D ვიტამინს იღებს მზისგან. თუმცა, მხოლოდ მზის სხივებით D ვიტამინის საჭირო დოზის მიღება რთულია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

5 ძირითადი ფაქტორი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს D ვიტამინის შეწოვაზე .

მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დაცვა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე ხელს უშლის D ვიტამინის ოპტიმალურ შეწოვას. ტანსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება და მინა, ხელს უშლის მზისგან D ვიტამინის მიღებას.

მელანინის რაოდენობა, რომელიც კანშია

მელანინი არის მოლეკულა ორგანიზმში, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის კანის პიგმენტაციას. D ვიტამინის აბსორბცია მცირდება, თუ მელანინის რაოდენობა ადამიანში დიდა.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ასაკი, საცხოვრებელი გარემო, ორგანიზმი

იმას, რამაც შეიძლება შეაფერხოს D ვიტამინის შეწოვა, ემატება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, ორგანიზმის თავისებურება, საცხოვრებელი გარემო.

გარკვეული დაავადებები

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

გარკვეულ დაავადებებს შეუძლია ხელი შეუშალოს D ვიტამინის მეტაბოლიზმს, მაგალითად, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებები.

ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულებს შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეთ D ვიტამინის შეწოვა.

ზოგიერთი დიეტის დაცვა, ვეგანიზმი

ერთი გავრცელებული მცდარი მოსაზრება არის ის, რომ D ვიტამინი ადვილად შეიძლება მოიძებნოს საკვებში. ის ბუნებრივად არ გვხვდება ბევრ საკვებში, ამიტომ ძალიან რთულია D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღება რაციონიდან.

ვეგანებს, რომლებიც არ იღებენ D ვიტამინით გამდიდრებულ რძის პროდუქტებისგან ან ბუნებრივი D ვიტამინით მდიდარ საკვებს, როგორიცაა კვერცხი შესაძლოა ამ ვიტამინის ნაკლებობა ჰქონდეთ.

ზოგადად, უსაფრთხოა D ვიტამინის დანამატების მიღება, მაგრამ ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვები, ძვლების ტკივილი, დაბნეულობა, სისუსტე, ღებინება და სხვა. ამიტომ, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია სწორი დოზის შერჩევისათვის.

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის