საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, რომელიც დღეს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციას წარადგენს, აცხადებს, რომ სასკოლო საფეხურები შეიცვლება.
კერძოდ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთი წლის წინ მიღებული კანონი, სავალდებულო სასკოლო განათლების ცხრიდან ათწლიანამდე გაზრდის შესახებ, ისევ უნდა შეიცვალოს.
“სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: დაწყებითი იქნება 1-6 კლასი, საბაზო იქნება მე-7-მე-9 და საშუალო საფეხური იქნება მ-10-მე-11 კლასები. განათლების სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ თქრთმეტწლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს”, – თქვა პრეზენტაციის მიმდინარეობისას გივი მიქანაძემ.
ყოველი წლის მარტში კი მე-12 კლასის დასრულების მსურველებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება.
მინისტრი ამტკიცებს, რომ მიუხედავად ამ ცვლილებებისა, პედაგოგები არ დაზარალდებიან ანაზღაურების თვალსაზრისით.
ასევე ნახეთ:
რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


