შეცდომა, რის გამოც ყველი მაცივარშიც კი მალე ფუჭდება

შეცდომა, რის გამოც ყველი მაცივარშიც კი მალე ფუჭდება | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ათასწლეულების განმავლობაში ადამიანები ყველს სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ, თუმცა მას ხშირად არასწორად ინახავენ – შედეგად კი პროდუქტი შრება ან ფუჭდება. The Takeout-ს ამ თემაზე სერტიფიცირებული ყველის ექსპერტი, მოლი ბრაუნი ესაუბრა, რომლის თქმითაც, ყველის შენახვის მთავარი გასაღები ჰაერის ნაკადის სწორად მართვაა.

ყველაზე ხშირი შეცდომები ყველის შენახვაში

1. მაცივარში დაუფარავად შენახვა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ექსპერტი გვირჩევს, ყველი ყოველთვის იყოს შეფუთული. საუკეთესოა სპეციალური ყველის შესაფუთი ფირი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველს “ისუნთქოს” და იცავს გამოშრობისგან.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

თუ ეს ფირი არ გაქვთ, გამოიყენეთ პერგამენტის ქაღალდი + პლასტმასის პარკი/კონტეინერი, რათა მიკროკლიმატი შეიქმნას.

გარდა ამისა, ყველი უმჯობესია, მაცივრის ბოსტნეულის ან ყველის უჯრაში შეინახოთ – აქ ტემპერატურა და ტენიანობა უფრო სტაბილურია და პროდუქტი არ შთანთქავს სხვა საკვების სუნს.

2. არასწორი ტემპერატურა

საუკეთესო ტემპერატურაა 1–4°C. ყველის გაყინვა არ არის რეკომენდებული, რადგან მისი ტექსტურა და არომატი იცვლება.

თუ სპეციალური უჯრა არ გაქვთ, შეინახეთ ყველი კარიდან შორს, რათა ტემპერატურის ხშირი რყევები არ იყოს.

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

3. ყველის ტიპის იგნორირება

მყარ ყველებს (პარმეზანი და სხვ.) დაბალი ტენიანობის გამო 6 კვირამდე შეინახავთ. მათთვის იდეალურია ყველის ქაღალდი, თუმცა პლასტიკური შეფუთვაც გამოდგება.

ნახევრად მაგარი ყველები დაახლოებით 1 თვემდე ინახება. ქერქიანზე უმჯობესია ქაღალდი, ქერქის გარეშე ვარიანტებისთვის – პლასტმასის შეფუთვა.

- Advertisement -
sheniekimi.gesheniekimi.ge

ასევე ნახეთ:

რომელ დღეებში ჯობს ნაძვის ხის დადგმა, რომ სახლში ფინანსური წარმატება მოიზიდოთ

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
სტატიის ციტირება · HOW TO CITE

შენი განათლება. (2025). შეცდომა, რის გამოც ყველი მაცივარშიც კი მალე ფუჭდება. 6 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/შეცდომა-რის-გამოც-ყველი-მ/

© 2025 შენი განათლება  ·  Public Health Institute of Georgia (PHIG)  ·  კონფიდენციალობა  ·  Cookie
სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

READ  ლოცვა, რომელიც ნათლისღებას ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

შენი განათლება. (2025). შეცდომა, რის გამოც ყველი მაცივარშიც კი მალე ფუჭდება. 6 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/შეცდომა-რის-გამოც-ყველი-მ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. შეცდომა, რის გამოც ყველი მაცივარშიც კი მალე ფუჭდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network