15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება

15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 30 დეკემბრიდან 2026 წლის 15 იანვრამდე გაგრძელდება.

„15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება – საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაასრულა დაწესებულებებში ელექტრონული დაშვების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ბარათის წამკითხველებისა და შესაბამისი ვიდეოკონტროლის სისტემის მონტაჟი; გადამზადდნენ როგორც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები, ისე სააგენტოს შესაბამისი განყოფილებების სპეციალისტები პროგრამის მართვის მიმართულებით; იმართება საინფორმაციო შეხვედრები აღსაზრდელების მშობლებთან, რათა 2026 წლის 15 იანვრიდან ბავშვთა მიღება ბაღებში შეუფერხებლად განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეტი კომფორტისთვის ხელმისაწვდომი ხდება სპეციალურ პორტალზე – www.tbilisikids.com რეგისტრაციის გზით, ერთჯერადი QR-კოდის გენერირება და მისი დაფიქსირება ბარათის წამკითხველზე.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

„გარდა ამისა, თითოეული აღსაზრდელის მშობელს გადაეცემა მაქსიმუმ რვა პლასტიკური ბარათი, რათა დავაზღვიოთ ბავშვის აღრიცხვა ბარათის დაკარგვის ან სხვადასხვა მშობლის მიერ თანხლების შემთხვევაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა გარემოება, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს ბავშვთა და თანამშრომელთა ელექტრონული აღრიცხვისას, იქნება ეს კონკრეტული სამუშაო განაკვეთი თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული დასწრების გრაფიკი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

მერის განმარტებით, ელექტრონული დაშვების სისტემა უაღრესად მნიშვნელოვანი მექანიზმია როგორც სააღმზრდელო პროცესის მართვის, ისე ფინანსების რაციონალიზაციის მიმართულებით.

„პროგრამა 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს როგორც დასაქმებულთა, ისე რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას. ასევე, ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება გამოიწვევს ადამიანური, დროისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დაზოგვას და გადანაწილებას სხვა საჭიროებებზე; სისტემა საშუალებას აძლევს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში დასწრება და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ცენტრალიზებულად გადაამოწმოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, სიახლე მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან თბილისის 20 საბავშვო ბაღში, საპილოტე რეჟიმში მუშაობდა და ამ დრომდე არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.

ასევე ნახეთ:

როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად

- Advertisement -
SheniAmbebi.geSheniAmbebi.ge

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

READ  „თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით გაიზრდება“

Android: https://play.google.com/store/apps/details…

Telegram არხი: https://t.me/SheniEkim

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2025). 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება. 13 დეკემბერი, 2025. https://sheniganatleba.ge/15-იანვრიდან-სააღმზრდელო-პ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. 15 იანვრიდან სააღმზრდელო პროცესი მნიშვნელოვანი სიახლით განახლდება [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/15-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d-%e1%83%9e/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network