თამუნა ამონაშვილის გულწრფელი და ემოციური ინტერვიუ

SheniGanatleba.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ყველასთვის საყვარელი მომღერალი თამუნა ამონაშვილი და მისი მეუღლე რეზიკო არჩვაძე სამი თვის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ. მათ ქალ-ვაჟი შეეძინათ, რომელსაც მელანია და იონა დაარქვეს. წყვილის ცხოვრება პატარების დაბადებამ რადიკალურად შეცვალა და ამავე დროს მათ ცხოვრებაში უდიდესი ბედნიერება შემოიტანა.

“პრაიმ ტაიმმა” თამუნა ამონაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

– შემეძინა ტყუპები მელანია და იონა, სამი თვის და 9 დღის არიან. მადლობა უფალს დედობისთვის. დედობა ყველაზე დიდია მიწიერ ცხოვრებაში. ეს ისეთი საჩუქარია, ამის იქით არაფერი არსებობს დედისთვის და ქალისთვის. წლები ვოცნებობდი, ვდარდობდი ამის გამო, შემდეგ ეს დარდი გადამივლიდა. ვეძებდი, რა მისია მაქვს ცხოვრებაშითქო. კი ჩემი პროფესია, ჩემი სიმღერები ბევრ ადამიანს აბედნიერებს და ამას ვთვლიდი ჩემს მისიად, მაგრამ ქალის მთავარი მისია არის დედობა და ამის გამო სიცოცხლის ბოლომდე უდიდეს მადლობას ვეტყვი ღმერთს.

– ვის ჰგვანან პატარები?

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

– ორივე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს როდესაც სძინავთ, მაგრამ როცა თვალებს ახელენ, გაარჩევ რომელია გოგო და რომელია ბიჭი. აბსოლუტური შემოტრიალება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რეჟიმით, სიყვარულით ემოციებით. დამღლელი მაგრამ სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ველოდი, რომ შვილის სახით ბიჭიც და გოგოც მეყოლებოდა. მთელი ცხოვრება ვემზადებოდი დედობისთვის, ალბათ კარგი დედა ვიქნები. პირველ რიგში ვეცდები კარგი ადამიანები აღვზარდო, დანარჩენს თვითონ გაიკვლევენ.

 როგორც ვიცი ძიძის გარეშე ზრდით თქვენ და თქვენი მეუღლე პატარებს, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს?

– ორივეს გადაწყვეტილებაა, არ გვყავდეს ძიძა. აუცილებლად უნდა შეიგრძნო მშობელმა შვილების ყველა ემოცია. .. განაგრძეთ კითხვა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
READ  „უთხარით ირმას რომ გიყვართ, ვამაყობთ და ის აუცილებლად გახდება ოლიმპიური მედლის მფლობელი, უკვე იმხელა საქმე გააკეთა ჩემთვის ყველა მედალზე დიდია,არ გაბედო მოიწყინო ჩვენო ჩემპიონო“ – ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის