რობ რაინერისა და მისი მეუღლის მკვლელობის საქმეზე მათი შვილი დააკავეს

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ლოს-ანჯელესის პოლიციამ დააკავა რობ რაინერისა და მისი ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი – ეს წყვილის ვაჟი, ნიკია.

თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 32 წლის ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო დაუნიშნეს, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცავმა ორგანოებმა განმარტეს, რომ ეჭვმიტანილს გირაოთი გათავისუფლების უფლება არ მიენიჭა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი, თუმცა სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შაბათს რაინერმა, რომელიც დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერია, ვაჟთან პოლიტიკურ თემებზე იკამათა.

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი საკუთარ სახლში მოკლულები 15 დეკემბერს იპოვეს. ცნობილია, რომ მშობლების ცხედრები წყვილის ქალიშვილმა აღმოაჩინა.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge
READ  სულ მეშინია, ჩემი მოგონებებიდან მამაჩემის სახე არ წაიშალოს.. უშეცდომო ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა“ – ნანკა კალატოზიშვილი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის