როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება… – პედიატრი მშობლებს მიმართავს

როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება… – პედიატრი მშობლებს მიმართავს | შენი განათლება
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„როგორც ექიმი-პედიატრი, ყოველდღიურ პრაქტიკაში ვხედავ, რამდენად ფაქიზი და მოწყვლადია ბავშვის ფსიქიკა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ საუბარი იმ ტენდენციაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად გვხვდება, როცა ბავშვი იქცევა არა მხოლოდ გასართობად, არამედ შემოსავლის წყაროდ. ბავშვის ფსიქიკა ჯერ არ არის მზად მუდმივი შეფასებისთვის, ლაიქების, კომენტარებისა და აუდიტორიისთვის. როდესაც ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება იზომება ნახვებითა და მოწონებით, იზრდება შფოთვის, თვითშეფასების დარღვევისა და ემოციური გადაღლის რისკი.“ – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში და მშობლებს მათი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს.

„ბავშვს არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს, რას ნიშნავს საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა. მას არ აქვს რეალური შესაძლებლობა თქვას უარი და დაიცვას საკუთარი საზღვრები. განსაკუთრებით საყურადღებოა, როცა ვიდეოები იდება ყოველდღიურად, მაშინაც კი, როცა ბავშვი დაღლილია, უხასიათოდაა ან უბრალოდ არ სურს კამერის წინ ყოფნა. ასეთ დროს პროცესი უკვე სცდება თამაშის ფარგლებს და ემოციური ექსპლუატაციის ნიშნებს იძენს.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს:
ბავშვობა არ არის სცენა.
ბავშვი არ არის ბრენდი.
ბავშვი არ არის კონტენტი. თუ ბავშვი მონაწილეობს სოციალურ სივრცეში, ეს უნდა იყოს იშვიათი, ნებაყოფლობითი და უსაფრთხო პროცესი, ასაკისთვის შესაფერისი ფორმით, სადაც დაცულია მისი ღირსება, პირადი სივრცე და ემოციური კეთილდღეობა.
ჩვენ, უფროსებს, გვაქვს პასუხისმგებლობა დავიცვათ ბავშვების ფსიქიკა დღეს, რათა მომავალში მათ არ მოუხდეთ საკუთარი ბავშვობის „გამოსწორება“.

ეს არის მხოლოდ რჩევა, არჩევანი უნდა გააკეთოთ თქვენ!!! მე მიყვარს ბავშვები და ვცდილობ სრულიად დაცული იყოს მათი თუნდაც ერთი,უმნიშვნელო ემოცია(თუმცა არ არსებობს ბავშვის უმნიშვნელო ემოცია)რომელიც უსათუოდ აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომავალში“ – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Android: https://play.google.com/store/apps/details…

READ  "ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც" - პატრიარქი

Telegram არხი: https://t.me/SheniEkim

📍 თბილისის მერია

© OpenStreetMap contributors · PHIG

სკანირება
QR კოდი
sheniganatleba.ge

სტატიის ციტირება

შენი განათლება. (2026). როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება… – პედიატრი მშობლებს მიმართავს. 12 სექტემბერი, 2026. https://sheniganatleba.ge/როცა-ბავშვი-სწავლობს-რომ/

სტატიის ციტირება
შენი განათლება. როცა ბავშვი სწავლობს, რომ მისი ღირებულება ლაიქებით იზომება… – პედიატრი მშობლებს მიმართავს [Internet]. თბილისი: Sheniganatleba.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://sheniganatleba.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b/
sheniganatleba.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი განათლება — სწავლა და სკოლები · PHIG · Sheni Network