სამშაბათი, აპრილი 21, 2026
Google search engine
მთავარიპირადი ისტორიებინანიკოს ბლოგი: ყავის ნალექი, მანტრა და კარმა - ბედისწერის ძებნა ჩვენს რეალობაში

ნანიკოს ბლოგი: ყავის ნალექი, მანტრა და კარმა – ბედისწერის ძებნა ჩვენს რეალობაში

შავი ნალექიანი ყავა, კაროლი ჯვარი, მანტრა და კარმა – ეგზისტენციალური, ანუ შეუცნობელი სამყაროს ძიება ზუსტად იმდენი წლისაა, რაც ადამიანი განვითარდა და ბედისწერის არსს ჩასწვდა.

ბოლო დროს, ასტროლოგია საკმაოდ ტრენდულ მეცნიერებად იქცა, უფრო სწორად, ყოველდღიურ საფიქრალად.

მთვარის ფაზები, წარმატებისა და წარუმატებლობის ვადები, პირადი ბედნიერების თილისმები და მძიმე ყოფასთან საბრძოლველად, კარიერის დამხმარე ნახევრად ძვირფასი ქვები, ფენ-შუის სიმბოლიკები და სხვა უამრავი რამ ინტერნეტგამოცემებში მთავარი საკითხავია.

ათასობით გამომწერი და მკითხველი დღითი დღე უფრო მეტად ცდილობს, გაერკვეს ვარსკვლავებით სავსე გალაქტიკაში და პლანეტების განლაგებით ამოხსნას ის, რასაც ბედისწერას ეძახიან.

სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბედისწერას ჩვენ თვითონ ვჭედავთ. ეზოთერიკოსები გვარწმუნებენ, რომ ჩვენი დაბადების თარიღიდან, წუთიდან და წამიდან გადაუშლელი, ჯერარნანახი წიგნივით იშლება ჩვენი მომავალი ცხოვრება. ჩემი მეგობრების უმეტესობა პლანეტების ენით საუბრობს. ყოველ იმედგაცრუებას კარმას ეძახიან და კარმული ვალების გასტუმრებაზე ოცნებობენ.

გოგოების ჩასხდომა და „ჭორაობა“ შავი, არომატული ყავის გარეშე ხომ წარმოუდგენელია. გასართობად ფაიფურის თეთრ ჭიქებსაც ვატრიალებთ და ვიწყებთ ფიგურების ახსნას და მომავლის ჭვრეტას მშვენიერი, მრავალფერიანი ფანქრებივით ერთფეროვანი ცხოვრების გასაფერადებლად. ამის შემდეგ გრძელდება ინტერნეტში გაბნეული ინფორმაციის შეგროვება.

მერე კარტის დაყრა მოდის ჩვენეული რიტუალის მიხედვით და კაროლი ჯვრის ადგილის დადგენა დანარჩენ 35 კარტს შორის ყველაზე საჭირბოროტო და საკვანძო საკითხია.

განსაკუთრებულად მისტიკურს ხდის ამ ყველაფერს ინდური მანტრების ჟღერადობა. ეს ყველა რიტუალი უცნობი ბედისწერის ამოხსნას ემსახურება. ჩვენთვის უცნობი მომავლის ჭვრეტის ინტერესი ერთფეროვნებითა და სირთულეებით დახუნძლული ცხოვრების შემსუბუქების მცდელობაა.

365 დღის 36 კარტში ჩატევა რომ წარმოუდგენელი შეთავაზებაა, გასაგებია, მაგრამ ინტერესი მაინც დიდია. არც ნალექში გაყვანილი ცხელი წყლის უდაბური გზების გვწამს, თუმცა ნუგეშს ვეძებთ შავ ყავაში. კაროლი ჯვარი კი მართლაც საკვანძო საკითხია. ხშირად რეალური ობიექტი სულაც არ არსებობს, მაგრამ კარტის წყებაში ამოსული კაროლი დამა გულთან ერთად დამაიმედებელი პროგნოზია.

READ  „კაცები ელოდებიან როდის გაუგზავნიან ფულს ცოლები, ეს უკვე ბეზრდებათ ქალებს…“ - ემიგრანტის ემოციური ამბავი

ყველა ქალი ხომ ოცნებობს, გვერდით ჰყავდეს კაცი, რომელსაც უბრალოდ თავს ჩამოაყრდნობს და დამქანცველი სამუშაო დღის ბოლოს ჩახუტებით აღიდგენს ძალებს. ამ ოცნებებში მახსენდება ჩემი კარმა და ყველაფერი თავიდან იწყება.

კითხვები: როდემდე, რატომ? -კოსმოსში უპასუხოა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს „თავისუფალი მოქალაქეები“ ვართ და ჯილდოს ვიმსახურებთ, მიწიერი წვალება და ლოდინი ისევ აქტუალურია. ღიად დარჩენილ საკითხს მოთმინება, შეუცნობადი კანონზომიერება და იმედი დახურავს.

როცა 36 კარტი კარიერულ წინსვლას, პირად ბედნიერებასა და მშვიდ პერიოდს გვიჩვენებს, ყავის ნალექშიც შესაბამისი ფიგურები გახდება ხილული და კარმა თავის მარწუხებს მოუშვებს.

მანამდე კი, გარბის დრო, რომელსაც მეტი საქმე არ აქვს. მისი ერთადერთი დანიშნულებაა – უნდა იაროს. ჩვენ კი ხვალ ისევ ყავის ნალექს, კარტს და კარმას მივანდობთ ბედს.

დრო გადის…

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.