კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლებაელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა... შეძენის ასაკი...

ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა სერიოზული გამოწვევაა… შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა.

ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ცვლილებებს, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს თამბაქოს შეძენის ასაკის ზრდას 18-დან 21 წლამდე, ასევე დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას და ასე შემდეგ.

„2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა 9% -იანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც.

აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს).

მიზნის მისაღწევად აუცილებელია:

ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი და ნედლეული (თუთუნის) თანაბრად დაიბეგროს, რათა თავიდან ავიცილოთ მომხმარებელთა იაფფასიან ალტერნატივებზე გადასვლა.

საქართველო უნდა შეუერთდეს თამბაქოს უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს, კონტრაბანდის მინიმუმამდე დასაყვანად.

სადა შეფუთვის, რეკლამის აკრძალვის რეგულაციები უნდა გავრცელდეს უნიკოტინო ელექტრონულ სიგარეტებსა და მცენარეულ მოსაწევ საშუალებებზეც.

უნდა აიკრძალოს ყველა სახის არომატი (გარდა თამბაქოსი), რაც ბავშვებში და მოზარდებში პროდუქტს მიმზიდველობას უკარგავს.

თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21 წლამდე.

2015 წლის შემდგომ დაბადებულ პირებს მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა აეკრძალოთ თამბაქოს ნაწარმის შეძენა.

სკოლებთან და ბაღებთან (50-მეტრიან რადიუსში) რეალიზაციაზე ჯარიმები უნდა გაორმაგდეს და აღდგეს სპეციალური სანებართვო სისტემა.

დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმები უნდა გაიზარდოს: 1000 ლარი (პირველად), 3000 ლარი (განმეორებით) და 5000 ლარი (შემდგომ).

READ  „2025-2026 წლის სეზონი გრიპის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნება…“ - ივანე ჩხაიძე

მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს კაზინოებსა და თეატრების სცენებზე. მეტროპოლიტენში ჯარიმა უნდა გაიზარდოს 100 ლარამდე.

მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ნორმატიული აქტი თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობის გამჭვირვალობის შესახებ.

უნდა გაიზარდოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) ლაბორატორიული სიმძლავრეები და აღდგეს თამბაქოს კონტროლის პროგრამების დაფინანსება (რომელიც 2025 წელს 600 000-დან 400 000 ლარამდე შემცირდა).

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ინდუსტრიას უნდა დაეკისროს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.

2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“, – აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.