თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანება ქართული განათლების ახალი ეტაპის დასაწყისია. ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება და გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

📍 სტატია ეხება: თბილისი

",iconSize:[14,14],iconAnchor:[7,7]});var marker=L.marker([p.lat,p.lng],{icon:mk}).addTo(m);marker.bindPopup(""+p.name+"");bounds.push([p.lat,p.lng]);});if(bounds.length===1){m.setView(bounds[0],11);}else{m.fitBounds(bounds,{padding:[40,40]});}});

© OpenStreetMap · PHIG

READ  სად აშენდება და როგორი შეიძლება იყოს თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის