შაბათი, სექტემბერი 27, 2025
spot_img
მთავარიგანათლებაAmazon-მა სერიალი „დროის ბორბალი“ დახურა

Amazon-მა სერიალი „დროის ბორბალი“ დახურა

Amazon-მა ფენტეზი-სერიალის „დროის ბორბლის“ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო – შოუს მესამე სეზონის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.

Deadline-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაღალბიუჯეტიანმა სერიალმა ფინანსური თვალსაზრისით მოლოდინები არ გაამართლა. თუმცა შოუმ კრიტიკოსებისა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. მაგალითად, მესამე სეზონის რეიტინგი Rotten Tomatoes-ზე 97%-ს შეადგენს.

შოუ რობერტ ჯორდანის ამავე სახელწოდების რომანების ციკლზე იყო დაფუძნებული. სიუჟეტი პატარა სოფლის ბინადარ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომლებიც ბნელ ძალებს უპირისპირდებიან. ციკლი 14 წიგნისგან შედგება, რომლებშიც 2 782 პერსონაჟი ფიგურირებს. პრემიერა 2021 წელს შედგა. მთავარ როლებს შოუში როზამუნდ პაიკი და ჯოშა სტრადოვსკი ასრულებდნენ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გამოცხადდება თუ არა სკოლებში საშემოდგომო არდადეგები და რამდენი უქმე დღეა დარჩენილი პირველი სემესტრის დასრულებამდე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი