კვირა, მაისი 24, 2026
Google search engine
მთავარიგანათლება„ჩემ უკან დგას ძალიან დიდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი...

„ჩემ უკან დგას ძალიან დიდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი მსოფლიოში, რომელსაც ჰარვარდი ჰქვია და მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამისრულა ეს უდიდესი ოცნება“ – ჯაბა ქარსელაძე

მომღერალი ჯაბა ქარსელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ჯაბა ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერს და მადლობას უხდის ყველას, ვისაც წლების განმავლობაში მისი სჯეროდა.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
როგორც მოგეხსენებათ სტატუსებით არ გამოვირჩევი და facebook-საც აქტიურად არ ვიყენებ თუმცა მინდა გაგიზიაროთ ერთ ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა რადგან 2023 წლის 6 ოქტომბერი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო! დღე ახალი ეპოქის დასაწყისის!

ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცით, რომ ძალიან მიყვარს სწავლა, უკვე 10 წელზე მეტია ვასწავლი კიდევაც, თუმცა სასწავლი არასოდეს არ გამოილევა რადგან მას ლიმიტი არ გააჩნია და ჩემი ცხოვრების ერთერთი დევიზია: „სწავლა სიკვდილამდე“.

როდესაც 10 წლის ვიყავი მამაჩემმა მაჩუქა კალენდარი ყველა ამერიკის პრეზიდენტის ფოტო გამოსახულებით და მითხრა: „ამერიკის პრეზიდენტი ვერ გახდები, თუმცა მინდა, რომ მათსავით ძალიან წარმატებული და განათლებული იყოო“ და სწორედ მაშინ დავისახე მიზნად რომ მეც ოდესმე მესწავლა იქ სადაც 8 ამერიკის პრეზიდენტს უსწავლია და ჩავიდე თავში რომ ერთ დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში აუცილებლად ვისწავლიდი! და აი დადგა ეს დღეც როცა პირადად მოვისმინე შემდეგი სიტყვები: „Welcome to Harvard, to your new family!” და ეს ინაუგურაციის ცერემონიალი რომელიც სწორედ რომ გუშინ შედგა ჰარვარდის ეზოს ეკლესიაში, ისეთი სიტყვებით, შემართებითა და მხარდაჭერით მიგვიღეს თითოეული ხარისხის კანდიდატი რომ ბევრმა და მათ შორის მეც ცრემლები ვერ შევიკავეთ.

ცერემონიალის შემდეგ ოფიციალურ მიღებაზე არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემგან და კიდევ რამდენიმე კანდიდატისგან აიღეს ინტერვიუ, რომელიც მალე ჰარვარდის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდება და მალაპარაკეს ჩემი წარმატების გზაზე, თუმცა ჩემი ინტერვიუ აი ამ სიტყვებით დავამთავრე: „მე მეამაყება რომ ვარ ქართველი, და დღეს ჩამოვედი აქ ძალიან პატარა თუმცა ძალიან ლამაზი ქვეყნიდან და მე მინდა, რომ ეს ჩემი ახალი გზა და მომავალი გამარჯვება სწორედ რომ ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩემს ლამაზ ოჯახს მივუძღვნა, რადგან რომ არა ჩემი ქვეყანა და ჩემი ოჯახი, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი!

READ  9 მიზეზი, თუ რატომ ვიღლებით ადვილად - როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები

 

ძალიან დიდი მადლობა ყველას ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და ჩემს მასწავლებლებელ-პროფესორებს და ყველას ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი! განსაკუთრებულად დიდი მადლობა Kakha Shengelia • კახა შენგელია-ს რადგან მას ყოველთვის სჯეროდა ჩემი და მან მაჩუქა წიგნი სახელწოდებით „What they teach you at Harvard” და აგრეთვე არ შემიძლია არ ვახსენო პირადად ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ჩემი ყოფილი აკადემიური დირექტორი Lela Ksovreli, რომელიც ერთერთი პირველი იყო, ვინც იცოდა ამ ჩემი დიდი გეგმის შესახებ და არა მარტო მგულშემატკივრობდა ძალიან, არამედ ძალიან დამეხმარა რომ მისაღები გამოცდებისათვის საფუძვლიანად მოვმზადებულიყავი და მუდამ მამხნევებდა, რომ მე ამას აუცილებლად შევძლებდი ისევე როგორც ჩემი ოჯახი და საუკეთესო მეგობრები!

ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ ვისაც გიყვარვართ და ჩემი წარმატება გიხარიათ, რადგან ძალიან ცოტა ქართველს უსწავლია აქ და მე ვამაყობ და ბედნიერი ვარ რომ მომეცა ცხოვრებისგან შანსი, რომ ამ უნიკალური უნივერსიტეტის ოჯახის წევრი გავმხდარიყავი და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ 2 წლიან საკმაოდ რთულ გზას დიდი წარმატებით გავივლი!

ჩემი მთავარი მიზანი რა თქმა, უნდა, იქნება ის, რომ ჰარვარდში მიღებული უმაღლესი ხარისხის ცოდნა და რაც ყველაზე მთავარია კონტაქტები რომელიც ამ უნივერსიტეტის უნიკალური აქტივია ძალიან სასარგებლოდ გამოვიყენო ცხოვრებაში, რადგან უკვე ჩემ უკან დგას ძალიან დიდი და თამამად შემიძლია ვთქვა, ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტი მსოფლიოში რომელსაც ჰარვარდი ჰქვია და მე მადლიერი ვარ უფლის, რომ  ამისრულა ეს უდიდესი ოცნება!!!
Thanks Harvard for accepting me with so much kindness!!! #Harvard #Harvardfamily #Harvardcommunity“, – წერს ჯაბა ქარსელაძე სოციალურ ქსელში.

#drpkhakadze  #sheniganatleba

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.