ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლება„ეს დაგეხმარებათ მსჯელობაში“ – ქართულის სპეციალისტის დროული მითითებები 2024 წლის აბიტურიენტებს ლიტერატურის...

„ეს დაგეხმარებათ მსჯელობაში“ – ქართულის სპეციალისტის დროული მითითებები 2024 წლის აბიტურიენტებს ლიტერატურის წარმატებით ჩასაბარებლად

2024 წლის აბიტურიენტებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადები ახლოვდება. მათ დიდ ნაწილს კი ზაფხულის გამოცდებისთვის მომზადება უკვე დაწყებული აქვს. ქართული ენა და ლიტერატურა ერთიანი ეროვნული გამოცდების მთავარი სავალდებულო საგანია და როგორც სხვადასხვა წლების აბიტურიენტებისგან არაერთხელ მოგვისმენია, „ქართულში მეცადინეობას ყველაზე მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება“. ქართულის სპეციალისტების შეფასებით კი, სწორედ ქართული ენისა და ლიტერატურის ჯეროვნად სწავლა უნდა წარმოადგენდეს ცოდნის უმთავრეს საფუძველს იმ აბიტურიენტებისთვისაც, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე დამატებით საგნად ლიტერატურას აბარებენ. დიახ, ქართული ნამდვილად არის საგანი, რომელში მეცადინეობაც უკვე დაწყებული უნდა გქონდეთ და სწორედ ამიტომ, EDU.ARIS.GE 2024 წელს აბიტურიენტებისთვის მომზადებულ პირველ სტატიას ამ საგანს უძღვნის.

უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე ლიტერატურა ერთ-ერთი ის არჩევითი საგანია, რომლის შესახებ გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ხშირად ამბობენ, რომ „ტესტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რთული იყო“ და ესეც არის მიზეზი, რომ ლიტერატურას არცთუ ბევრი აბარებს. მიუხედავად ამისა, გასულ წელს ლიტერატურაში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 93,18%-მა გადალახა, რაც კარგი შედეგია, თუმცა აპლიკანტების საშუალო ქულა 38,97-ს შეადგენდა და ყველაზე მეტმა 70 ქულიდან 34-44 ქულამდე შეფასება მიიღო. თუ 2022 წელს ლიტერატურა 657-მა გამოსაცდელმა ჩააბარა, ეს რიცხვი 2023 წლისთვის გაიზარდა და 1144 შეადგინა.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი აბიტურიენტი დააფიქსირებს დამატებით საგნად ლიტერატურას 2024 წლის გამოცდებისთვის, თუმცა მათგან უკლებლივ ყველას, EDU.ARIS.GE სთავაზობს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სპეციალისტისა და რეპეტიტორის, სალომე ნებიერიძის რეკომენდაციებს მეცადინეობისა და გამოცდის დღისთვის, რომლებიც აბიტურიენტებს უკეთ მომზადებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში უნდა დაეხმაროს.

-დაამუშავეთ მასალა სიღრმისეულად: ლიტერატურა ძალიან საინტერესო და ძვირფასი საგანია. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წიგნებში მოცემულია მასალები, რომელთა შესწავლაც გარკვეულ საფუძველს უკვე აძლევს ბავშვს. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა ტესტს თავი ძალიან კარგად გაართვას და სასურველ შედეგზე გავიდეს, აუცილებელია, მითითებულ პროგრამაში შესული ყოველი ტექსტი სიღრმისეულად იყოს დამუშავებული. სიღრმისეულ დამუშავებაში მოიაზრება არამხოლოდ შინაარსის სწავლა, არამედ გაანალიზება, მთავარი სათქმელისა და იდეის გამოყოფა, სხვა ავტორების ანალიზების შესწავლა. ვფიქრობ, ლიტერატურას დღეში ორი საათი მაინც უნდა დაუთმონ.

-ორიენტირდით ფაქტობრივ ცოდნაზე (თუ უმაღლესი შედეგი გსურთ): ზოგადად, ლიტერატურის ტესტი, აბიტურიენტის აზროვნებასთან ერთად, ფაქტობრივ ცოდნას აფასებს. დასმული კითხვები ძალიან კონკრეტულია, ამიტომ კონკრეტული ცოდნაა საჭირო. ფაქტობრივ ცოდნას რომ თავისი ხარისხი ჰქონდეს, დიდხანს გაყვეს და გამოცდებამდე მიიტანოს, ამისთვის აბიტურიენტმა ნაწარმოებების საზეპირო მონაკვეთები აუცილებლად ზეპირად უნდა დაისწავლოს. მაგალითად: ჰაგიოგრაფიის უდიდესი ნაწილი უნდა იცოდეს ზეპირად, რომანტიკოსების ლექსები, ვაჟა-ფშაველას პოემებიც და რაც მთავარია, ვეფხისტყაოსნის საზეპიროები. როდესაც გამოცდის დროს ტესტზე მუშაობ, უპირველესად ეს საზეპიროები გახსენდება, შედეგად კითხვაზეც მარტივად პასუხობ. გარდა ამისა, ასეთი სიზუსტით ნასწავლი მასალა უნივერსიტეტშიც არაერთ საგანზე გამოადგებათ.

-წერეთ თემები: აუცილებელია კვირაში რამდენიმე თემის დაწერა, რათა აბიტურიენტმა გამართულად, აზრობრივად, არგუმენტირებულად წერის უნარი გამოიმუშაოს. მნიშვნელოვანია მხატვრული ხერხების დასწავლა. ზოგადად, თემაში დიდი ყურადღება ექცევა სხვა ნაწარმოებებიდან მაგალითების, პარალელების მოყვანას, ამაში აბიტურიენტს მხატვრული ლიტერატურის კითხვა დაეხმარება. როგორც ქართული, ისე უცხოური ნაწარმოებების ინტენსიური კითხვით შეძლებს სწორი პარალელების გავლებას, რაც მის ზოგად ცოდნასაც აჩვენებს.

-ყურადღება მიაქციეთ ბიოგრაფიას და კონტექსტს: ნაწარმოებების სწავლის გარდა, აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ავტორის ბიოგრაფია და იმ ეპოქის ისტორია, რომელშიც ის მოღვაწეობდა. ისტორიულ კონტექსტთა ჭრილს არ უნდა გაექცეს არც მასწავლებელი და არც მოსწავლე, ეპოქის ცოდნა ტექსტის სწორ გააზრებაში, სწორი არგუმენტების მოყვანასა და ლოგიკურ მსჯელობაში გვეხმარება, რადგან ეპოქა ლიტერატურის ამოსავალი წერტილია. ისტორიული კონტექსტისა და ბიოგრაფიის ცოდნა აუცილებლად დაეხმარება აპლიკანტს მაღალი შეფასების მიღებაში.

-მიჰყევით ტესტს: გამოცდაზე ტესტს უნდა მიყვნენ თანმიმდევრობით, ჯერ კითხვებია მოცემული, შემდეგ კი თემა. ვფიქრობ, ჯერ თემის დაწერა და კითხვების ბოლოსთვის მოტოვება არ არის კარგი სტრატეგია, მოცემული ღია კითხვები იმდენად ღრმაა, რომ გადაღლილ გონებაზე რთული იქნება პასუხების გახსენება. ჩემი რჩევაა, გამოცდისთვის განკუთვნილი 4 საათიდან საათ-ნახევარი მაინც დაიტოვონ თემის დასაწერად, დანარჩენი კი კითხვებს დაუთმონ.

-არ გაწყვიტოთ წიგნთან კონტაქტი: ლიტერატურის კარგად ჩაბარებისთვის აუცილებელია ბევრი კითხვა. წიგნთან კონტაქტი აბიტურიენტებმა არ უნდა გაწყვიტონ გამოცდის წინა დღეებშიც კი, დასვენებასთან და განტვირთვასთან ერთად, უნდა გადაიმეორონ განვლილი მასალა, გადახედონ კონსპექტებს და წინა წლის ტესტებს.

-არ ინერვიულოთ: სანერვიულო არაფერია. დრო იმდენად საკმარისია გამოცდაზე, თუ აბიტურიენტს შესწავლილი აქვს მასალა, აუცილებლად ყველაფერს მოასწრებს. არც იმ სირთულისაა, რომ მომზადებულმა ადამიანმა ვერ დაძლიოს. უნდა ირწმუნონ თავიანთი შესაძლებლობების, როცა შენს თავში დარწმუნებული ხარ, ნერვიულობაც ნაკლებია. მთავარია, თავი ხელში აიყვანონ, გაიხსენონ ყველაფერი კარგად, გულისყურით შეუდგნენ მუშაობას და არ იჩქარონ, ნელა და დაკვირვებულად წერის პროცესი აუცილებლად დადებს ძალიან კარგ შედეგს.

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

საექთნო შეფასება ენდოკრინული სისტემა – სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული და საბაკალავრო პროგრამის ექთნებისათვის

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა – როგორ მოვამზადოთ ალტერნატიული სასმელი

კომპოტებს ახასიათებს კიბოს რისკის ზრდა – როგორ მოვამზადოთ ალტერნატიული სასმელი

ნოემბერი 25, 2024
რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

რა ფერებით მოვრთოთ სახლი საახალწლოდ – 2025 წლის ძირითადი ტენდენციები

ნოემბერი 25, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი