ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიგინდა მოფერება? - მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ - შალვა ამონაშვილი

გინდა მოფერება? – მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო“ – შალვა ამონაშვილი

„სიყვარული არ გადადოთ, თუ ვინმე გიყვართ, გიყვარდეთ ახლა, ამ წუთს …” – აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

,,სიყვარული ისეთი რამ არის, რაც გადადებას არ ითხოვს. თუ ქმარს ცოლი უყვარს, სულ უნდა უყვარდეს, ყოველთვის და ყოველ წამს. უყვარდეს საქმით, სიტყვით, ალერსით, მოფერებით, კარგი ამბებით. უნდა ჩაეხუტოს და მოეფეროს მას, არ უნდა აწყენინოს, არ უნდა თქვას – „რაღა დროს ეგ სიყვარულია, 20 წელია ერთად ვცხოვრობთ“. მართლაც რომ გაუცხოვდებიან ხოლმე, ერთს ერთგან გაურბის თვალი, მეორეს შეიძლება მეორეგან. თუ გიყვარს, მაშინ უნდა გიყვარდეს, როცა ხარ და როცა არის. არ გადადო ეს სიყვარული!”

,,მე ბევრჯერ გადავდე, გადავდე იმიტომ, რომ წიგნს ვწერ, სადმე მივდივარ, გაბრაზებული ვარ, გადავდე, გადავდე და ეს გადადებები დამრჩა გულში. ხომ შეიძლებოდა ეს არ ყოფილიყო, იმასაც წყენა არ დარჩენოდა ჩემზე და უფრო მეტი სიყვარული გვენახა. ამიტომ გირჩევთ, სიყვარული არ გადადოთ. გინდა მოფერება? მოეფერე, ტკბილი სიტყვა უთხარი, არ აწყენინო, არ გაუბრაზდე, არ შეურაცხყო, ხელი არ აღმართო. ათასი ცუდი ქცევა გვაქვს, ვითომ გვიყვარს და თან იქვე, პილპილმოყრილი მადლიო. ასეთი სიყვარული, „პილპილმოყრილი“, არ არის სიყვარული,” – აღნიშნა მან.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „მისნაირი ადამიანები იშვიათად იბადებიან... “ - რამ გამოიწვია მამა თეიმურაზ ქორიძის მოულოდნელი გარდაცვალება
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი