HBO-მა „ჰარი პოტერის“ მიხედვით სერიალისთვის ღია კასტინგი გამოაცხადა

SheniGanatleba.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

HBO ახალ ჰარი პოტერს, ჰერმიონ გრეინჯერსა და რონ უიზლის ეძებს. ტელეარხმა გამოაცხადა კასტინგი ახალი სერიალისთვის, რომლის გადაღებასაც მომავალ წელს დაიწყებს.

კერძოდ, ეძებენ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრებ ბავშვებს, 9-11 წლის ასაკში. აღნიშნულია, რომ კანდიდატებს მათი ეთნიკური კუთვნილების, სქესისა და რასისგან დამოუკიდებლად შეაფასებენ.

„ჩვენ ინკლუზიურობისა და მრავალფეროვანი კასტინგისადმი მივისწრაფვით. გთხოვთ თითოეულ როლზე წარადგინოთ კვალიფიციური შემსრულებლები, მათ ეთნიკურ კუთვნილებას, სქესს, რასას, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნავენ HBO-ში.

განაცხადების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. სერიალის გადაღებები დიდ ბრიტანეთში 2025-2026 წლებში გაიმართება. სერიალის ეკრანებზე გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

📍 თავისუფლების მოედანი, თბილისი

© OpenStreetMap contributors · PHIG

READ  ძველი ქართული ახალწლური რიტუალები - განათლების ტრადიციები და მათი მნიშვნელობა
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის