ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
spot_img
მთავარიგამოცდები„ქართულში მხოლოდ ეს აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას“ – ნანა ლოლაძის გაფრთხილება 2024...

„ქართულში მხოლოდ ეს აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას“ – ნანა ლოლაძის გაფრთხილება 2024 წლის აპლიკანტებს

„დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართულის ტესტში არასაპროგრამო ტექსტის არჩევის შემთხვევაშიც მხოლოდ ის აბიტურიენტები იღებენ მაღალ შეფასებას, რომლებსაც ძალიან კარგად აქვთ შესწავლილი საპროგრამო ტექსტები“, – ამის შესახებ 2024 წლის აბიტურიენტების საყურადღებოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნანა ლოლაძემ დღეს, 8 დეკემბერს გამართული ონლაინ ღია კარის დღის ფარგლებში ისაუბრა.

მისი თქმით, ზოგ აბიტურიენტს აქვს ისეთი დამოკიდებულება, რომ უცნობი ტექსტის ანალიზს დაწერს და საპროგრამო ნაწარმოებების სწავლას ურჩევნია, უცნობი ტექსტი დაწეროს, რაც არასწორია, რადგან არასაპროგრამო ნაწარმოებებიც თემატიკითაც, და სირთულის თვალსაზრისითაც, საპროგრამო ნაწარმოებების ანალოგიურია.

ის შეხვედრაზე ისეთ საკითხებს შეეხო, რომლებიც აბიტურიენტებმა ამ ეტაპისთვის, მოსამზადებელ პერიოდში უნდა გაითვალისწინონ და უმთავრეს საკითხად სწორედ პროგრამული ნაწარმოებებისა და ტექსტების შესწავლა დაასახელა.

“აუცილებლად, ძალიან გულდასმით გაიხსენეთ, ახლებურად გაიაზრეთ და თუ სადმე ხარვეზი გაქვთ ცოდნის, რომელიმე ტექსტს კარგად არ იცნობთ, აუცილებლად შეისწავლეთ. ეს გახლავთ საგამოცდო პროგრამაში მითითებული მხატვრული ნაწარმოებები”, – განაცხადა ნანა ლოლაძემ.

გამოცდების ცენტრის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ბოლო წლებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესრულებული აბიტურიენტების ნაშრომები უჩვენებს, რომ მათი ლექსიკა მწირია. ამიტომ, მან გამოსაცდელებს ურჩია იკითხონ საგამოცდო პროგრამაში შესული ტექსტები, რომლებიც მისცემთ ლექსიკის მარაგით გამდიდრების შესაძლებლობას.

ნანა ლოლაძემ, აბიტურიენტებს ასევე ურჩია, დაიცვან ზომიერება, როცა საქმე ეხება სხვისი სიტყვების ციტირებასა და პარალელებით საკუთარი აზრის არგუმენტირებას.

„ზოგადი განათლება არ ნიშნავს სხვისი ფრაზების დიდი რაოდენობით გამოყენებას. ჩვენ უმაღლესი შეფასება მიგვიცია ნაწერისთვის, რომელშიც არც ერთი პარალელი და არც ერთი გამონათქვამი არ იყო მოხმობილი, მაგრამ ძალიან კარგად იყო ის საკითხი გაშლილი და აბიტურიენტის აზროვნება, მისი ხედვა, თანამედროვეობის მისი დამოკიდებულება მშვენივრად იყო ჩამოყალიბებული“, – თქვა ნანა ლოლაძემ.

რაც შეეხება, ესეში სიტყვების რაოდენობას, სპეციალისტი განმარტავს, რომ

„თუ თხზულებაში 150 სიტყვაზე ნაკლებია, მაშინ ლექსიკაში, გრამატიკასა და პუნქტუაციაში დაიწერება ნულები და არ შეფასდება. დანარჩენი კრიტერიუმებით, რა თქმა უნდა, შეფასდება. რაც შეეხება თხზულებაში სიტყვების მაქსიმალურ რაოდენობას, ჩვენ გასულ წელსაც გამოვაქვეყნეთ, როგორ გამოიყურება პასუხების ფურცელი და თქვენ შეგიძლიათ ამის მიხედვით ივარჯიშოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. იმდენსიტყვიან თხზულებას წერთ, რომ დაგეტიოთ, რათა მერე არ აღმოჩნდეს, რომ ორჯერ მეტი დაწეროთ და შემოკლება მოგიწიოთ, გვერდები შეზღუდულია და პრაქტიკულად, ორი გვერდი სრული ორი გვერდი არ არის. ე.წ A3-ის ფურცელია, რომელსაც 2 გვერდის მოცულობა აქვს მეტს ვერ დაწერთ”, – აღნიშნა სპეციალისტმა. წაიკითხეთ სრულად

READ  როგორ ვწეროთ და წარმოვთქვათ ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები სწორად (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

ფილტვის კიბოს იმუნოთერაპიული მკურნალობა „კონსილიუმ მედულაში“

აპრილი 1, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

ამ შეცდომას სააღდგომო კვერცხის შეღებვისას თითქმის ყველა უშვებს! 🥚🚫

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი