ხუთშაბათი, ოქტომბერი 24, 2024
spot_img
მთავარიბავშვები და ფსიქოლოგიაროგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის - ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა...

როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან

თანამედროვე ყოფაში სტრესს ნებისმიერი ადამიანი ყოველდღიურად განიცდის. საიდან ჩნება  და როგორ გავუმკლავდეთ მას, სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძე

სთან.

დღევანდელ რეალობაში იმდენად მიჩვეულები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, რომ ხანდახან ყურადღების მიღმაც კი რჩება ის ფაქტორი, რომ ახლა ჩვენ დასტრესილები ვართ.

სტრესი ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. „სტრესი“ გეოლოგიიდან აღებული ტერმინია და პირდაპირი მნიშვნელობით ზეწოლას ნიშნავს. ტერმინი 1936 წელს კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ ადაპტაციური სინდრომის აღწერისას შემოიღო. ის ამბობდა რომ არსებობს ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების ფაქტორები, რომლებთანაც გამკლავების მექანიზმები შესაძლოა, არ გვქონეს. გარემოს ზემოქმედების აღსანიშნავად მოიყენა სიტყვა „სტრესი“.

სტრესი – ორგანიზმის ფიზიკური დაძაბულობის მდგომარეობაა, რომელიც ძლიერი გამაღიზიანებლის ზეგავლენით, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სპეციფიკურ პირობებში ვითარდება.  

ნებისმიერი გამოწვევა შესაძლოა, ერთი ტიპის ადამიანისთვის სტრესი იყოს, მეორისთვის – უბრალოდ გამოწვევა. ამის მიხედვით ადამიანების სტრესმედეგობას განსაზღვრავენ. ვისაც თავდაჯერების ღერძი მკაფიოდ არ აქვს გამოკვეთილი, უფრო მარტივად ექცევა სტრესის ქვეშ და მოწყვლადია.

სტრესს ფიზიკური და ემოციური გამოხატულება ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ სანამ ფიზიკური გამოვლინება არ გექნება სახეზე, მანამ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ ვაქცევთ ყურადღებას.

– როგორი შეიძლება იყოს სტრესის ფიზიოლოგიური გამოვლინება?

-ფიზიოლოგიური გამოვლინება შესაძლოა იყოს – სახის კანის სტრუქტურის ცვლილება, ძილის რეჟიმის დარღვევა, ხშირად კუჭ-ნაწლავის პრობლემები, სხეულებრივი დაძაბულობა, იმუნიტეტის დაქვეითება, სპაზმური შეგრძნებები, ზოგადი ენერგიის ნაკლებობა… ასევე სტრესის სიმპტომები შეიძლება იყოს ყურადღების გაფანტულობა, კრიტიკული აზროვნების დაქვეითება, პროდუქტიულობის დაქვეითება სამუშაო სივრცეში.

– ქცევებში როგორ გამოიხატება სტრესი?

– იცვლება სხვადასხვა ტიპის ჩვევა, მაგალითად კვების, თითქოს ყველაფერი გვეზარება.

 – როგორი ფსიქოლოგიური გამოხატულება აქვს სტრესს?

-ფსიქოლოგიურად გამოიხატება შფოთვით უძილობით, გუნება განწყობის მუდმივი ცვლილებით, ემოციური შეგრძნებების რყევით, გაღიზიანების დონის მომატებით, რომელიც ხშირად გამოიხატება არაადეკვატურ კრიტიკაში, ზოგჯერ დაბალი თვითშეფასებაც სტრესის გამოძახილი არის ხოლმე. წაიკითხეთ სრულად

#drpkhakadze  #sheniganatleba

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
epilogi
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

“კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნათ აკრედიტაციის პრობლემა” – მინისტრი

ოქტომბერი 23, 2024
ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

ყოველთვის უმართლებთ – ჩინური ჰოროსკოპის 5 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

23 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

წელს, 500 ტონა ზეთისხილის მოსავალს ველოდებით – “ბაღებიც იზრდება და მსხმოიარობაც”

ოქტომბერი 23, 2024
NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

NASA – მზეზე ძლიერმა ქარიშხალმა, შესაძლოა, ინტერნეტი და ელექტროენერგია, მსოფლიოს მასშტაბით, კვირები გათიშოს

ოქტომბერი 23, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ვარკეთილის დასახლებაში ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულდა

ოქტომბერი 23, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი