პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარიგანათლებასახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურებას სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის,...

სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურებას სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, პარალელურად, უნდა ვიზრუნოთ მათი კვალიფიკაციის განვითარებაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარება.

ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ სტუმრობისას განაცხადა.

„სახელფასო პოლიტიკა უნდა იყოს ცალკე ხაზი, რომელიც ითვალისწინებს ღირსეულ ანაზღაურებას ყველა სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის და ამის პარალელურად, უწყვეტად, როგორც იტყვიან, მთელი სიცოცხლის მანძილზე ვიზრუნოთ მასწავლებლის კვალიფიკაციის განვითარებაზე. რაც ყველაზე მთავარია, რა თქმა უნდა, სტატუსები დარჩება და, რა თქმა უნდა, სტატუსების მოპოვების გაუმჯობესებული სისტემა უნდა შევქმნათ, ისევ და ისევ ფართო ორგანიზაციების ჩართულობით. ეს არ იქნება ჩაკეტილი პროცესი. აქ ჩვენ უნდა გავზარდოთ სკოლის ფუნქცია, სასკოლო საზოგადოების ჩართულობა და ეს არ უნდა იყოს ერთი პატარა კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამილახვარმა.

ამასთან, გიორგი ამილახვარმა დაანონსებულ სახელფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის იქნება გაცილებით სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და, რაც მთავარია, ზრდაზე ორიენტირებული.

განათლების მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი განსაკუთრებული სამიზნე არის მასწავლებელი და მასთან დაკავშირებული საკითხები თუ რიგი გამოწვევები.

„ჩვენ დავიწყეთ ანალიზი, დაკვირვება, კვლევა, სიღრმისეული შესწავლა და, შესაბამისად, აქ უკვე გვაქვს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, მინდა, თქვენს გადაცემაში ახლა პირველად ფართოდ გავშალო. სკოლის ბაზაზე გვინდა, დავიწყოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. ჩვენ უარს ვამბობთ სავალდებულო ტრენინგებზე, რომელიც დღეს მასწავლებელთა სახლის მხრიდან განსაზღვრული აქვთ მასწავლებლებს. შემდგომი წლის იანვრიდან უკვე საერთოდ გვინდა, მასწავლებლის სახლის ფილოსოფია შევცვალოთ. ეს ნიშნავს შემდეგს – ჩვენ გვინდა, დავეყრდნოთ მასწავლებლის საჭიროებებს, გავიგოთ, რა სჭირდება მას, ამის იდენტიფიცირება-შესწავლა მოვახდინოთ სკოლის დონეზე და სასკოლო საზოგადოების ფართო ჩართულობით, სამინისტრომ და შესაბამისმა სააგენტოებმა ამის შესაბამისად უზრუნველყონ სერვისების, ტრენინგმოდულების, განმავითარებელი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი სერვისების მიწოდება, რომელიც მასწავლებელს სჭირდება. რა თქმა უნდა, პარალელურ რეჟიმში იარსებებს ისეთი ზოგადი სახის სერვისები, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, მაგრამ ეს არ იქნება სავალდებულო. ეს დამოკიდებული იქნება მასწავლებლის ნება-სურვილსა და მოთხოვნილებებზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი