პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
spot_img
მთავარისაკითხავი ისტორიებისაქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს...

საქართველო – ბიომასის „საბადო“ – ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით

სამწუხაროდ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ განადგურების პირას მივიყვანეთ, ფასდაუდებელი სიმდიდრე, საქართველოს ტყე, რომელიც ქვეყნის  40%-ს ფარავს. საგანგაშო  მონაცემების თანახმად, მისი 35% დეგრადირებულია, 28% კი – ეროზირებული, ანუ ტყის საკმაო ნაწილი აღდგენას არ ექვემდებარება.

აქამდმიგვიყვანა პირადი მომხვეჭელობის და სიხარბის გამო, ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულმა  ტყის გაჩეხვამ. სამწუხაროდ, უნიკალურ კორომებს, თითქმის 30 წელია  ვანადგურებთ, იმის ნაცვლად, რომ  ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ეფექტური განვითარებისთვის, ადამიანების კეთილდღეობის, სიღარიბის აღმოფხვრისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად გამოგვეყენებინა. შედეგად მივიღეთ უმძიმესი რეალობა და აუცილებლობა, ტყე დავზოგოთ, შევეცადოთ ნაკლებად გამოვიყენოთ საწვავ მასალად, მიუხედავად იმისა, რომ  შეშას რეგიონების მოსახლეობის 60-დან 90 %-მდე  მოიხმარს. ამასთან მოიხმარენ იმაზე მეტს, ვიდრე კანონით ნებადართულია და ვიდრე მისი მოცემა ტყეს შეუძლია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად,  2021 წელს, მოსახლეობამ 1.800.000-მდე კუბური მეტრი შეშა მოიხმარა. მაშინ, როდესაც იმავე წელს, სახელმწიფომ, ე.წ. სოციალური ჭრების ნებართვის სახით, ოფიციალურად მხოლოდ 277.000 კუბური მეტრის, ანუ 6-ჯერ ნაკლების მოჭრის ნებართვა გასცა. შესაბამისად,  2021 წელს, ბა-ზარზე არსებული შეშის ხუთი მეექვსედი გაურკვეველი წარმოშობის იყო. ამ საკითხის სამართლებრივ ნაწილს, რომ საერთოდ გვერდი ავუაროთ და თვალი დავხუჭოთ, ვერსად გავექცევით უმძიმეს რეალობას, უბრალოდ ხეს კი არ ვჩეხავთ,  – განადგურების პირას მყოფ ტყეში შევდივართ და აღდგენის პოტენციალსაც არ ვუტოვებთ. არ ვფიქრობთ, რომ ხვალ, გნებავთ, მომავალ წელს, ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით.

არის გამოსავალი?

სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ჯერ კიდევ არის.  სამზადისი დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო. 2026 წლის პირველი იანვრიდან, სატყეო რეფორმის ფარგლებში, სატყეო კოდექსის ახალი რეგულაცია ამოქმედდება და ფიზიკურ პირებს ტყეში წკირის მოსატეხად შესვლაც კი აეკრძალებათ.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით
მოჭრილი ხეები

მას შემდეგ, რაც „სოციალური ჭრა“, ხის მოჭრაზე ე.წ. ვაუჩერულ-ლიცენზიური სისტემა შემოიღეს, ტყეში უნებართვოდ წკირის მოტეხვა ხომ ისედაც იკრძალება? ახალი რეგულაციით ტყიდან საწვავი მასალის დამზადების უფლება მხოლოდ სატყეო სააგენტოს, მის მუნიციპალურ ერთეულებს ექნებათ. მათ დაევალებათ მოსახლეობის საწვავით, შეშით უზრუნველყოფა. თუმცა ვის რა უფლებაც არ უნდა ჰქონდეს, ტყეში, სადაც მოსაჭრელი თითქმის აღარაფერი დავტოვეთ, საკითხავია, რას მოვიპოვებთ, გვეყოფა შეშა? კიდევ უფრო არ დავამძიმებთ მდგომარეობას? ამოცანა ერთი შეხედვით ძალიან რთულია.  ახალი რეგულაციებით მოგვიწევს გავთბეთ ნაკლები შეშით, ან ალტერნატიული საწვავით და ვისწავლოთ ტყის სწორად, მრავალმხრივად და ეფექტურად გამოყენება.

ახალი ღუმელი „ფეჩზე“ უკეთ ათბობს და ნაკლებს წვავს

 

საქართველოს რეგიონებში ძირითადად გავრცელებულია დაბალი ეფექტიანობის შეშის ღუმელები, რომელსაც დიდი ხანია  მოსახლეობა „ფეჩის“ სახით იცნობს. არსებული რეალობა „ფეჩს“ გადაგდებით დაემუქრა და სრულიად საფუძვლიანადაც.

სტატისტიკის თანახმად, საქართველოში, სოფლის მოსახლეობის 80%  გათბობისთვის შეშას იყენებს, 65% შეშით წყალს აცხელებს, 43% საკვებს შეშაზე ამზადებს.  88.6% საცხოვრებელი ფართობის 50კვ.მ-ზე ნაკლებს ათბობს, 55,5% კი 20 კვ.მ-საც ძლივს ათბობს. თხელი ფირფიტებისგან დამზადებული ღუმელები 24 საათის განმავლობაში სითბოს შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფენ. ამიტომაც სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია არამდგრადი გზით წარმოებული შეშის მოხმარების შემცირება და „ფეჩების“ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული მაღალი ხარისხის ღუმელებით ჩანაცვლება. რაც ცხადია, იაფი არ ჯდება. ამიტომაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, აქაც ვაუჩერული სისტემა გამოიყენოს და მოსახლეობას ახალი ღუმელების შეძენაში დაეხმაროს.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით

პროცესი დაწყებულია, თუმცა, როგორც ყველა კარგი წამოწყების შემთხვევაში, აქაც ნაკლები პიარის გამო გლეხებმა, თუ ფერმერებმა თითქმის არ იციან რას დაავალდებულებენ ახალი რეგულაციები და რას სთავაზობს სახელმწიფო. 2026 წლისთვის განსაზღვრულია სოფლების მოსახლეობის ათიათასობით ღუმელით უზრუნველყოფა. მათი შეძენა, ვაუჩერებით დ რაღა თქმა უნდა თანხობრივი თანამონაწილეობით დღესაც შეგვიძლია, მაგრამ უნდა შეგეძლოთ დაადასტუროთ, რომ ნამდვილად სოფელში ცხოვრობთ და საწვავად შეშას მოიხმართ.

გვაქვს თუ არა ალტერნატივა?

როგორიც არ უნდა იყოს ღუმელი, ყველა შემთხვევაში საწვავი, შეშა ჭირდება. ამავე დროს, აუცილებელია ჩვენი, გაპარტახებული ტყეების მოძლიერება და მისგან, რაც შეიძლება ნაკლები საწვავის დამზადება.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით  ზაალ ხელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია, ბიომასის ასოციაციის დირექტორი: ჩვენი მთავარი მიზანია გარემოზე ზემოქმედება შეწყდეს და არაგანახლებადი, წიაღისეული საწვავი განახლებადით ჩანაცვლდეს.  უნდა გამოვიყენოთ მზის, ქარის, ზღვის ტალღების ენერგია, ე.წ. თბური ტუმბოები და ენერგია, რომელიც მიიღება ნარჩენი ბიომასისაგან, რაც უხვად გვაქვს სოფლის მეურნეობაში. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბიომასით მდიდარი ქვეყანა ვართ. ბიომასა არის მასალა რომელიც მიიღება მცენარეული ან ცხოველური ნარჩენისგან. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების და ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი (მათ შორის, მცენარეული და ცხველური ნივთიერებების), ხე-ტყისა და სატყეო მრეწველობის ნარჩენები, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მრეწველობის, მათ შორის თევზის მეურნეობის, თევზის გადასამუშავეველი საწარმოს ნარჩენები, აკვაკულტურის ნარჩენი, სამრეწველო და მუნიციპალური ნარჩენების ბიოდეგრადირებადი ნაწილი. ბიოსაწვავი კი არის ბიომასისგან წარმოებული თხევადი ან აირადი საწვავი, რომელიც ენერგეტიკული საჭიროებებისათვის გამოყენება.

ბიომასის წვის შედეგდ ატმოსფეროში ნახშიროჟანგი მცენარის მიერ ადრე შთანთქმული ნახშიროჟანგის მასის ტოლი ან მასზე მეტია. შედეგად ვიღებთ ციკლს, რომლის დროსაც ატმოსფეროში დამატებითი რაოდენობის CO2  არ წარმოიქმნება.  ამიტომაც ბიომასა ქარის, მზის, გეოთერმულ და თერმულ ენერგიასთან ერთად არის ენერგიის განახლებადი წყარო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს დადებითი ბალანსის მქონე ეკოსისტემის ფორმირებაში.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით

 

დღეს, ბიოენერგია მსოფლიო ენერგეტიკული მოხმარების  10%-ს წარმოადგენს და მისი წილი ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ იზრდება. ბიომასის გამოყენება გულისხმობს რესურსის ათვისებას მდგრადი ენერგეტიკული გავნთარების პრინციპების დაცვით, რასაც შეუძლია წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევაში, ეკონომიკურ განვითარებაში და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. დღეს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული მიზნებისთავის გამოყენება, რადგან გარდა ენერგეტიკული ღირებულებისა, მას ბევრი სხვა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ისეთების, როგორიცაა ტყეების მენეჯმენტის და მდგომარეობის გაუმჯობესება, ადგილობრივი ფერმერების ჩართულობა და დასაქმების გაზრდა.

ტყისა და სოფლის მეურნეობის ნარჩენი ბიომასის ათვისება შეამცირებს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას სხვა ქვეყნებზე და შესაბამისად ხელს შუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით

ჩვენ მოგვეპოვება დიდი რაოდენობით, მერქნული ბიომასის ნარჩენები, მრავალწლიანი მცენარეული კულტურების ნარჩენები, ვაზის წალამი, ხილის ნასხლავი, თხილის ნაჭუჭი, დაფნის ნარჩენები, ერთწლიანი მცენარეული კულტურების ნარჩენები და კიდევ ბევრი სხვა, რითაც, საქართველოს ჯამური ენერგომოხმარების 24%-ის უზრუნველყოფას შევძლებთ. ამიტომაც დღეს, მხოლოდ ენერგოეფექტურ ღუმელების დანერგვა არ კმარა. ბიომასის ენერგეტიკულ პოტენციალს, დიდ, ე.წ. საუბნო გამათბობელ სისტემებში უნდა ვიყენებდეთ და ამ მხრივ გააქტიურება გვმართებს.

რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელი:  რატომ არ არის სასურველი, რომ შეშის მოხმარება ბუნებრივი აირით ჩანაცვლდეს? ბუნებრივი აირის ქსელს ვერც ყველგან მიიყვან და მას საქართველო არ მოიპოვებს, ვყიდულობთ, ძვირად და ასევე ძვირი ჯდება სახელმწიფოსგან მისი რეალური ფასის სუბსიდირება, რომ სოციალურად მისაღები ფასი გახდეს. მეტი ბუნებრივი აირის შეძენა და მოხმარება კიდევ უფრო გაზრდის  ეკონომიკურ ტვირთს. ამასთან, გაზი არ არის მწვანე ენერგია და რაც გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ, ტყე, რომელსაც დღეს უჭირს და დახმარება სჭირდება.

შესანიშნავი საშუალებაა ბიომასა. ამასთან, ტყის გადარჩენა კონსერვაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიზანი უნდა გავხადოთ. ხალხმა უნდა დაინახოს რა სარგებელი აქვს ტყისგან, რომ მიზნად დაისახოს მისი მოვლა. უნდა დავანახოთ, რომ თუ ტყეებს დავკარგავთ, დავკარგავთ ყველაფერს, ტურიზმს, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, მიწას, უსაფრთხოებას, საკურორტო ბიზნესს და ა.შ.

ბოლო წლებში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, განახლებად ენერგიებს შორის დღემდე ჩრდილში რჩება მდგრადი ბიომასის განვითარების მიმართულება, რაც სატყეო რეფორმას რისკის წინაშე დააყენებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს გათვლებით, საბიუჯეტო და საერთაშორისო დაფინანსებით შექმნილმა სახელმწიფო სატყეო მეურნეობამ (საქმიანი ეზოების მშენებლობა და აღჭურვა) შეიძლება უზრუნველყოს ბაზარზე შეშის მოთხოვნის 30 %. დანარჩენი სათბობი რესურსი მოდის გაურკვეველი წარმოშობის შეშაზე და ქმნის ენერგეტიკულ დეფიციტს, რომლის გადაჭრაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციაა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამინისტრო მომავალშიც არ აიღებს პასუხისმგებლობას ბიომასის, როგორ განახლებადი რესურსის და მისი ალტერნატივების განვითარებაზე, სატყეო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები საფრთხის ქვეშ დადგება, ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლა კი გამოიწვევს ეკოსისტემების შემდგომ დეგრადაციას და ქვეყანას მიიყვანს ენერგეტიკული სიღარიბის ზღვრამდე.

საქართველო - ბიომასის „საბადო“ - ტყე ვეღარაფერს მოგვცემს, რადგან ყველაფერი წინა წელს მოვჭერით

პ.ს. საქართველოს ტყის 95-98% ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი შემადგენლობა, აღნაგობა, ზრდა-განვითარება და სხვა მახასიათებლები განაპირობებენ მდიდარ მრავალფეროვნებას – საქართველოს ტყეში 400-მდე სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება. დენდროფლორის მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემური მერქნიანი მცენარაეების სიმრავლე. მათ შორის, საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიისა -43.

ავტორი: ეკა ქიტიაშვილი

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა…“ მაია ასათიანის ქალიშვილი 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოქტომბერი 24, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი