დედა-შვილმა ტეხასის უნივერსიტეტი ერთად დაასრულა – „ჩვენი ყველა კურსელი მას დედას ეძახდა“

თამარ გოგოლაძე
1 წუთიანი წაკითხვა

50 წლის ალისა მაიერსი, თავის შვილთან, 25 წლის ელიზაბეთ მაიერსთან ერთად, ტეხასის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, სოციალური მუშაობის მიმართულებით, 19 მაისს დაასრულებს. ინფორმაციას Upi ავრცელებს.

დედა-შვილმა ყველა საგანი 4.0 GPA-ით დახურა და ისინი დოქტორანტურის გავლასაც ერთად აპირებენ.

„ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩვენი ყველა კურსელი მას „დედას“ ეძახდა“, – ამბობს ელიზაბეთი ალისაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დუეტმა ერთად დაასრულა საუნივერსიტეტო პროგრამა – მათ ერთობლივად განათლება ხუთი სხვადასხვა მიმართულებით აქვთ მიღებული.

- Advertisement -
shenivacancia.geshenivacancia.ge

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba

 

გაუზიარეთ ეს სტატია
უმაღლესი განათლების კორესპონდენტი. სპეციალიზდება უნივერსიტეტების, სტუდენტთა ცხოვრებისა და პროფესიული განვითარების სფეროში.
კომენტარები ჯერ არ არის