სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024
spot_img
მთავარიგანათლებაბარათაშვილს რომ ფეისბუქი ჰქონოდა… – საინტერესო პოსტი, რომელმაც გონებამახვილობის „აფეთქება“ გამოიწვია

ბარათაშვილს რომ ფეისბუქი ჰქონოდა… – საინტერესო პოსტი, რომელმაც გონებამახვილობის „აფეთქება“ გამოიწვია

ევოლუციის გრძელ და რთულ გზაზე რატომ უნდა განვითარებულიყო იუმორის გრძნობა, რომელიც გადარჩენისთვის ბრძოლაში ერთი შეხედვით გამოუსადეგარი თვისებაა, მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან, თუმცა მის სამკურნალო ეფექტს კი აღიარებენ. 

როგორც დიდ, ისე პატარა სამეგობრო წრეში ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, რომელიც, როგორც კარგი „იუმორისტი“, გარემოს ახალისებს და ყველას შესანიშნავ ხასიათზე აყენებს. ასევეა სოციალურ ქსელებშიც – ნევროზული, დეპრესიული ხასიათის პოსტებს შორის უცებ გამოანათებს ხოლმე გონებამახვილური, უბოროტო იუმორი და მთელ ქსელს აიყოლიებს.

პოსტმოდერნულ სამყაროში ყველაფერი „მოსულა“ და ჩვენი საამაყო კლასიკოსებიც სოციალური მედიის მომხმარებლები „გახდნენ“.

ასე რომ, როგორც ბარონი მიუნჰაუზენი იტყოდა: „გაიღიმეთ ბატონებო, გაიღიმეთ!“

გალაკტიონს რომ ფეისბუკი ჰქონოდა, profile photo მგლის ფოტო ექნებოდა, ან ქავერზე მაინც. ჩაბნელებული ფეისბუკი მგელი, მთვარე, ღამე.. 21 ფრენდი.
აქა-იქ თავის ყვავილებს დაპოსტავდა და ცოტა ლაიკი თუ იქნებოდა, წაშლიდა.
თუ პოსტებს არ დაულაიკებდი, შეამჩნევდა, ეწყინებოდა და წაგშლიდა.
ასევე ექნებოდა რამდენიმე ექაუნთი თავისი სახელებით და ჩვენ, 21 ფრენდს, ყველა ექაუნთზე დაგვამატებდა, ვერავინ მივხვდებოდით, რატომ, მაგრამ ვერც უარს ვეტყოდით. ასევე რამდენიმე ფეიქ ექაუნთიც აუცილებლად ექნებოდა, თუ რატომ, ამას თავადაც მიხვდებით.

ილია ჭავჭავაძე
profile photo-ზე თავისი და ოლღას ფოტო. აუცილებლად. ფოტოზე ელისაბედის კომენტარი: ჩემი სიმპატიური ძმა ❤
ილია სულ გრძელ-გრძელ პოსტებს დაწერდა, ათასობით ლაიკითა და შეარით – იქნებოდა ქვეყნის მთავარი ოპინიონ მეიკერი.

აკაკი წერეთელი
თავის გამოპრანჭულ სტუდიურ ფოტოს და ზოგადად, სულ თავის ფოტოებსა და სელფებს დადებდა. ხანდახან ლექსებს. უფრო ინსტაგრამ ინფლუენსერი იქნებოდა. update – ტიკტოკერიც იქნებოდა.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
წამოვიდოდა ფორუმ.ჯიდან ფეისბუკზე, აქ კი არც ერთი ფოტო არ ედებოდა თავისი და ყველას ეგონებოდა ტროლი. თავის ლექსებს ნოუთებად გამოაქვენებდა და ამ ნოუთებზე ყველა თავის ფრენდს დათაგავდა.

ელენე დარიანი – ტროლი.

ეკატერინე გაბაშვილი – გაბრაზებული ფემინისტი.

ზაქარია ფალიაშვილი ქავერზე თავისი დიდი ოჯახის ფოტო, პოსტებად მხოლოდ ოპერების იუტუბ ლინკები და ახალი ტრეკები. აქვე: ნადეჟდა ბუზოღლი ყველა მის პოსტს დაალაიკებდა ❤

იოსებ გრიშაშვილიქავერზე – ნარიყალა, პოსტებად – ლექსები ქალებსა და ხარფუხზე.
იქნებოდა თბილისური ამარკორდისა და ფოლორცის მთავარი ადმინი.
არტარეაზე ექნებოდა თავისი რუბრიკა – თბილისის ბოჰემა.
ფრენდებში ქალები, ყარაჩოხელები და კინტოები.
გოგოების მუსუსზე, აბანოში გოგოები ერთმანეთს შეეკითხებოდნენ – აუ ეს შენც გწერს?

მიხეილ ჯავახიშვილი
ერთი ფოტო ექნებოდა წლობით უცვლელად. პოსტის ათასობით კომენტარიდან არცერთს გასცემდა პასუხს. არც კი დაალაიკებდა. და ზოგადად, არავის არაფერს დაულაიკებდა.

მწერალი.ნიკო.ლორთქიფანიძე.ასე.დაპოსტავდა.თავის.სათქმელს.

ვაჟა ფშაველას ფეისბუკი არ ექნებოდა.

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ, მაგრამ ერთს დავამატებ: დრო იქნებოდა ისეთი, ყველა ორთაჭლის საამო ბაღებში დაჩექინდებოდა ყოველ პარასკევს ❤
პ.ს. გურამ რჩეულიშვილი ჩემი შეყვარებული იქნებოდა“, – წერს ფეისბუქზე თაკო სონღულაშვილი.

გადადით თაკოს გვერდზე და ჩაუყევით კომენტარებს – კარგად იხალისებთ

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

12 რამ რაც უნდა იცოდეთ შრილანკაში მოგზაურობამდე

3 December, 2024
ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

ბრუცელოზი საქართველოში გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა ცხოველიდან

დეკემბერი 3, 2024
ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

ლანა ღოღობერიძე: „ყოველწუთიერად ვნანობ, რომ არ ვარ 70-ის ან თუნდაც 80-ის და ამიტომ ვერ ვდგავარ თქვენ გვერდით, განსაკუთრებით, იმ გრძელთმიანი ბიჭის გვერდით, რომელსაც ასფალტზე დავარდნილს, ის რობოკოპები თავში ფეხს ურტყამდნენ! ეს კადრი კიდევ ერთ სიმბოლოდ დარჩება ჩვენს სისხლიან ისტორიას

3 დეკემბერი 2024
ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

ხელოვნური თუ ბუნებრივი ნაძვი- რომელი სჯობს ინტერიერში

დეკემბერი 3, 2024
საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

საქსტატი – ნოემბერში ბოსტნეული და ბაღჩეული 15.5 პროცენტით გაძვირდა

დეკემბერი 3, 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

მიირთვით პარკოსნები გულის გასაჯანსაღებლად

დეკემბერი 2, 2024
ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

დეკემბერი 3, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

როგორ აღინიშნება ახალი წელი საბერძნეთში

3 დეკემბერი 2024
სამგორი – ისტორია და განვითარება

სამგორი – ისტორია და განვითარება

დეკემბერი 3, 2024
საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

საქართველომ Enka Renewables-თან $383-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა წააგო

დეკემბერი 3, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი