კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებიდედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი, მე მხოლოდ ძალას...

დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი, მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ ნინოს და სხვებსაც, ვისაც ახლა შვილი მოუკვდა – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმაურება კახეთში, ავარიის დროს გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის დედის მიმართვას, რომლითაც ნინო ერემაშვილი მოქალაქეებს ავარიის დროს დაშავებული ანა ქართლელიშვილისთვის ლოცვას სთხოვს.

„ის შესანიშნავი გოგო, ელენე, ავარიას რომ ემსხვერპლა, ჩემი კარგი ნაცნობის, ნინო ერემაშვილის შვილია. მეორე გოგო სიცოცხლისთვის იბრძვის. ნინოს ეყო ძალა და წერს: იმ გოგოსთვის ილოცეთ, ელენეს მე მივხედავო. და ცხადია, რომ ანასთვის უნდა ვილოცოთ ყველამ. მაგრამ ყველაზე ძლიერი ნინოს ლოცვა რომ იქნება – ეგეც ვიცი.

ადრეც მითქვამს ეს – მე თვი­თონ შვილმკვდა­რი ოჯა­ხი­დან ვარ და არ­ცერ­თი მხრი­დან არ არის უცხო სიკ­ვდი­ლი ჩემ­თვის. ამი­ტო­მაც, ფიქ­რი და დაკ­ვირ­ვე­ბა სულ მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს. ზუს­ტად ვიცი: შვილმკვდა­რი დე­დე­ბი ვე­რას­დროს იყუ­რე­ბი­ან მაღ­ლა. მე­ტიც – მათ პირ­და­პირ მზე­რაც კი უჭირთ. ვე­რას­დროს გახ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი ადა­მი­ან­ზე მეტი. ვე­რას­დროს მი­ი­ღებს, რომ სიკ­ვდი­ლი ერთი ბა­ნა­ლუ­რი აქ­ტია და ადრე თუ გვი­ან ყვე­ლას დაგ­ვას­რუ­ლებს ან იმას, რომ „ღმერ­თს თა­ვის­თვის მხო­ლოდ კარ­გე­ბი უნდა“.

შე­იძ­ლე­ბა მერე, მერე, წლე­ბის მერე ეს მცი­რე საყ­რდე­ნა­დაც იქ­ცეს, მაგ­რამ არა ახლა და ამ­წამს. დედა ამ ჭირ­თან ისე მარ­ტოა, რო­გორც თვი­თონ სიკ­ვდილ­თან ადა­მი­ა­ნი. მე მხო­ლოდ ძა­ლას ვუ­სურ­ვებ ნინოს და სხვებ­საც, ვი­საც ახლა შვი­ლი მო­უკ­ვდა და მათ შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. იმ გა­მო­უც­ნობ ძა­ლას, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლე­ში აჯი­უ­ტებს ადა­მი­ანს, სხვა დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლე­ე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად. იმ ძა­ლას, ბე­ბი­ა­ჩე­მის თვა­ლებ­ში რომ ვხე­დავ­დი, თუმ­ცა არას­დროს მი­ნა­ხავს მისი თვა­ლე­ბი, რად­გან სულ დახ­რი­ლი ჰქონ­და“, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

იანვარი 25, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ მოვამზადოთ ძაძიკი

როგორ მოვამზადოთ ძაძიკი

იანვარი 25, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი