ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
spot_img
მთავარიგანათლება„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს...

„ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი, ფიქრს რკინასავით ვალღობ, ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-ცოტა ხანს კიდევ, ბალღო“ – ტარიელ ხარხელაურის ემოციური ლექსი გარდაცვლილი შვილისადმი

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გარდაცვლილ შვილს, ემოციური ლექსი მიუძღვნა:

„მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…
ისევ ისა ვარ, რაც ვიყავ,
მივყეფ, მივითრევ ზამთარს,
მიყვარდა, ისევ ის მიყვარს
სისხლმოწყურებულ აფთარს.
ან როგორ გავიწურთნები,
დრო ჩემს გაწურთვნას ითხოვს,
ზოგჯერ ბინდივით ვმწუხრდები,
სისხლს რომ აკლდება სითბო.
არ ვიცი, შვილო, რას მირჩევ,
მეც გავხდი თავისწვერა,
ბუბუნით დავალ, არ ვიმჩნევ,
ღამით ნისლებზე ვწევარ.
ვარამსა ვძოვ და ვიცოხნი,
ფიქრს რკინასავით ვალღობ,
ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლებ-
ცოტა ხანს კიდევ, ბალღო…
მერე ცის დახრილ ნაპირებს
ამოვუყვები ნელა,
იმ კაცის დედა ვატირე,
რომ დაიტანოს ცრემლმა…
მზე მხრებით მიაქვს
მფშვინავ ხარს,
ჭიუხთ შეჰფარდა კლდიანს,
შენი მკვლელისთვის ინახავს-
შენს მკერდში გავლილ ტყვიას…“

ტარიელ ხარხელაური

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „მიირთვით რაც გინდათ, მაგრამ მოერიდეთ „ტოქსიკურ ადამიანებთან“ ურთიერთობას, იმეგობრეთ შვილებთან, ოჯახის წევრებთან“ - 100 წელს გადაცილებული ქალების რჩევები სიცოცხლის ხანგრძლივობაზე
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი