კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
მთავარიგანათლება"ვერ ვუშვებ ექსკურსიაზე, არ მაქვს საშუალება და ტირის უკვე 3 დღეა" -...

“ვერ ვუშვებ ექსკურსიაზე, არ მაქვს საშუალება და ტირის უკვე 3 დღეა” – რა ჯდება წელს ექსკურსიები და რას ფიქრობენ მშობლები

ექსკურსიების სეზონი გააქტიურდა. კლასების უმრავლესობამ უკვე შეარჩია მარშრუტები, სატრანსპორტო საშუალებები და ხარჯებიც დათვალა. რა ჯდება წელს ექსკურსიები და როგორ ახერხებენ მშობლები გაძვირებულ ფასებთან გამკლავებას, როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია? ამის შესახებ მშობლები თავის მოსაზრებას და გამოცდილებას სოციალურ ქსელში გვიზიარებენ. როგორც ირკვევა, საშუალოდ ფასები 80-დან 200 ლარამდე ადგილისა და მარშრუტის მიხედვით მერყეობს, თუმცა ბევრს უფრო მეტიც უჯდება.

„ძალიან რთულია, სკოლის 4 მოსწავლე და ამასთან ერთად, აბიტურიენტი. რომელი ერთი გინდა, რომ გამოაკლო მეგობრებს? ძალაუნებურად გვიწევს ძალების მოკრება. კარგი იქნებოდა, რომ სკოლის დაქვემდებარებაში იყოს ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ გზის ხარჯს დასჯერდებოდა“.

„ვისაც 1 ან 2 შვილი ჰყავს, ალბათ, უღირს და მე რომ 4 მყავს და ამავდროულად, მარტოხელა დედაც ვარ, როგორ გგონიათ, მიღირს? ან შემიძლია ამდენი ბავშვის ხარჯის გაწევა, როდესაც მარტოს გიწევს ყველაფრის მოგვარება? ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გამოსავალი რჩება: ან იმდენი ვალი უნდა აიღო, რომლის გადახდაც მთელი წელი მოგიწევს და თუ ვერ მოახერხებ, შვილებს გული უნდა დაწყვიტო. და ეს იცით რატომ? იმიტომ, რომ ეგოისტი ადამიანები მხოლოდ თავის თავზე და იმაზე ფიქრობენ, როგორ გამოიჩინონ თავი იმაში, თუ რა მაგარი მშობლები არიან. თქვენ გამო ბევრი ბავშვი იჩაგრება.“

„200 ლარი ერთი ბავშვის ექსკურსია,150 – მეორის და ივნისში 360 დოლარი გასტროლი ცეკვიდან უფროსი ბავშვის – ეს მხოლოდ ოფიციალური გადასახადია,სახარჯი ფული სხვა. თითქმის ყველამ ვიცით, რომ ექსკურსიები წლის ბოლოსაა და ვცდილობთ, რაღაც დანაზოგი გვქონდეს, რომ ხელი არ შეეშალოთ. ვიცი მშობლები ბოტოქსებში დოლარებს ხარჯავენ და ექსკურსიებზე არ უშვებენ შვილებს.“

„როცა არ არის საშუალება და გიჭირთ კატასტროფული თანხების გადახდა, კრება როცა ტარდება ექსკურსიასთან დაკავშირებით, რატომ არ ამბობთ?! ეგ ხომ სირცხვილი არაა. ყველა ერიდება უარი თქვას დამატებით ხარჯებზე და ბოლოს ყველას უჭირს თანხის გადახდა. ზოგს შეიძლება ბევრი აქვს და ყველა მისნაირი გონია, ვისაც არ აქვს, ისაა ცოდო.“

იხილეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

მოგანი: ულამაზესი ზღვისპირა ტურისტული ქალაქი კანარის კუნძულებზე, ესპანეთში

23 January, 2025
COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

COVID-19 და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (CFS): ახალი გამოწვევები

იანვარი 24, 2025
ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

ლარი გაუფასურდა – რა ეღირება უქმეებზე დოლარი და ევრო

24 იანვარი 2025
როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

როგორ გავხადოთ სამზარეულო უფრო სივრცული და ჰაეროვანი – რჩევები და ხრიკები

იანვარი 25, 2025
დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

დოდო აბაშიძის საიუბილეო გამოფენის ნახვა ეროვნული არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი

იანვარი 24, 2025
მოგზაურებისთვის საინტერესო  – საქართველოს ეროვნული პარკები

მოგზაურებისთვის საინტერესო – საქართველოს ეროვნული პარკები

იანვარი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

თევზი როგორ მოვამზადოთ სწორად

იანვარი 26, 2025
ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

ოქროს გლობუსის სამგზის ლაურეატი ფილმი The Brutalist AI-ს გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა

იანვარი 26, 2025
მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

მსოფლიო მედიცინა – ქვეყნები, სადაც საუკეთესო მკურნალობის მეთოდებს იყენებენ

25 იანვარი 2025
თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

თბილისში კერძო სახლები ბინებზე მეტად გაძვირდა – 2024 წლის უძრავი ქონების ფასების ინდექსის ცვლილებები

იანვარი 26, 2025
Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

Cybernews: საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალურმა მონაცემმა გაჟონა

იანვარი 26, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ხშირად ნახვადი