შაბათი, თებერვალი 8, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიებისულისშემძვრელი ამბავი თბილისიდან - ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის...

სულისშემძვრელი ამბავი თბილისიდან – ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის რა გვიჭირდა. ხმაჩამწყდარები, დათუნაზე ვფიქრობდით ყველა. ორივე დათუნაზე

აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში საოცარ ისტორიას გვიყვება:

„ფილმივით ნამდვილ ამბავს მოგიყვებით. ასეთი რამე კინოშიც არ მინახავს.

საერთოდ, ტანსაცმელის დარიგება ძალიან რთული საქმეა. ვალდებული ხარ, ყველა მომსვლელს, სახეზე ან გამომეტყველებაზე სცნობდე. პირველ დღეს, ძირითადად ქუჩაში ტანსაცმელით მოვაჭრეები, ყველანაირი უფასო სერვისით მოსარგებლეები და სეირის მოყვარულები მოდიან. მეორე დღეს, ვინც ვახსენე, მათი ნათესავები და ისევ თვითონ ისინი და გარეთ ელოდებიან ახლობლებს . მათთვის შესაბამისი ნივთებია დალაგებული.
მესამე დღეს იწყება შედარებით ისეთი ადამიანების მოსვლა, რომლებსაც მართლა სასიცოცხლოდ სჭირდებათ ყველანაირი ტანსაცმელი, ჭურჭელი და საოჯახო ნივთები და ყველაფერს ვარიგებთ, რაც გვაქვს.

ეს ამბავი, ხუთშაბათს მოხდა.
უკვე, როცა ძალიან დაცოტავდა ხალხი, მაგრამ გარეთ მაინც იდგა რიგი. ირაკლი არ იყო, მაგრამ მოსულები თორმეტზე მეტი არ იყვნენ და მეც ცოტა მშვიდად ვიდექი შესასვლელში.
ნივთები, ჩვენთან, მხოლოდ შაბათს და კვირას მოაქვთ. არავინ არაფერს მოიტანდა და წასაღებად მოსულების იმედი მქონდა, რომ ერთმანეთში მაინც არ იჩხუბებდნენ, როგორც ყოველ დღეს და ყოველ ნახევარ საათში ხდება.

ეზოს მხრიდან სწრაფი ნაბიჯით ასე 25 წლის ბიჭი წამოვიდა და ყველამ ერთად შეხედა. სახეზე მთლიანად გაფითრებული იყო, ძველი პერანგი და გახუნებული შარვალი ეცვა. ერთი წამით ხალხის შერცხვა, მაგრამ ხმის კანკალით ჩუმად მაინც თქვა – “დილას ჩემი შვილი დაიბადა ჩემო ძმაო. ბიჭია, სახელიც არ ჰქვია ჯერ. იქნებ რამე ჩასაცმელი გქონდეს, რომ გამატანო, ჩემს თავს არ დავეძებ, მეტი ვერაფერი ვერ შევძელი ჩემო ძმაო”. დიდი, მრგვალი თვალები ჰქონდა. სიმართლით და წყლით სავსე.

გამეორება ვის სჭირდებოდა, ერთ წამში მოვედი აზრზე. ერთი წუთით დამელოდე შენ გენაცვალე მეთქი და მივტრიალდი შესასვლელად. იმწამს ეზოში ლურჯი მანქანა შემოვიდა და პირდაპირ შესასვლელთან გააჩერა. დიდი კაცი გადმოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ისეთი მძიმე ამბავი გადაეტანა, შეკითხვა არც ღირდა. ხელით მანიშნა არ შეხვიდეო. საბარგულიდან ორი დიდი ჩანთა ამოიღო და ჩემს და ცოტა ადრე მოსულ კაცს შორის დადო.

– „აქ ახალდაბადებული ბავშვის ტანსაცმელი და ნივთებია აკა” – მეუბნება და ამხელა კაცს ხმა თითქმის აღარ აქვს. – ” ორ წლამდე სანამ გაიზრდება, ყველაფერია აქ. წუხელ ჩემი ბიჭი უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო… იმას მიეცი, ვისაც დასჭირდეს”.

ვაშლისხელა ცრემლი გადაყლაპა და მეტი ვერაფერი თქვა. მეც ვერ ამოვიღე ხმა. ალბათ ფერიც არ მედო, თვალები დავხუჭე და უჩემოდ მოხდა ყველაფერი.

გასასვლელში მთასავით კაცს გულში ჩაეხუტებინა ფერდაკარგული გამხდარი კაცი.

– ამ ჩანთებს უკან ჩავდებ და მე მიგიყვან ძმაო.

– ნუ შეწუხდები ძმაო.

– ჩემი ბიჭისაა, დათუნას ვარქმევდი, კაცურად გეხვეწები წაგიყვან..

– დათუნას დავაქმევ ძმაო.

– ხო კარგად არის?

– კარგად არის ძმაო, ჯანმრთელია.

– მაგის სიცოცხლეს ვენაცვალე მე.

– თუ შეძლებ, მომინათლე ძმაო.

– როცა მეტყვი ჩემო ძმაო.

– შენი სახელი…?

……………………….

ვიდექით ცამეტი ადამიანი და არცერთს აღარ გვახსოვდა ვის რა გვიჭირდა. ხმაჩამწყდარები, დათუნაზე ვფიქრობდით ყველა. ორივე დათუნაზე.

და ადამიანებზე …“, – წერს აკა სინჯიკაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

გაფრთხილება! თაილანდელი ქალების ტრეფიკინგი საქართველოში – სერიოზული გლობალური გამოწვევა

თებერვალი 7, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

შეცდომები, რომლებიც ინტერიერის დიზაინში არ უნდა დაუშვათ – 10 რჩევა წარმატებული სივრცის შესაქმნელად

თებერვალი 7, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

კარტოფილი ყოველდღიურ მენიუში – რა სიხშირით უნდა მივირთვათ და როგორ მოვამზადოთ სწორად?

თებერვალი 7, 2025
როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

როგორ ვებრძოლოთ ჭარბთმიანობას ხალხური მეთოდებით

თებერვალი 7, 2025
ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

ენობრივი და ფინანსური გამოწვევები საზღვარგარეთ სწავლის დროს – რა უნდა იცოდეთ

7 თებერვალი 2025
ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში წყალარინების ქსელის განახლება მიმდინარეობს

თებერვალი 7, 2025
შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

თებერვალი 7, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ხშირად ნახვადი