შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლება,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია...

,,მარიამი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა” – მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია ცოტამ თუ იცის

ივრისპირელი მზეჭაბუკის, მირზა გელოვანის, ლამაზი სიცოცხლე 27 წლის ასაკში დასრულდა. მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა სიცოცხლესა და თავად სიყვარულზე უსაზღვროდ შეყვარებული პოეტი. ის ბელორუსიაში მდინარე დასავლეთ დვინის გადალახვისას მოკლეს. მას შემდეგ მრავალი ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, უსაყვარლეს პოეტად, სიმამაცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა. წელს, 2 მარტს, პოეტის დაბადებიდან 105 წელი შესრულდა.

ციცო გაბიდაური ,,სარკეს” უამბობს:

– მირზა გელოვანის წინაპრები წარმოშობით სვანეთის სოფელ სპათაგორიდან არიან. მისი პაპა, მღვდელი ოტია გელოვანი, ჩვენთვის უცნობი მიზეზით სვანეთიდან წასულა და ოჯახთან ერთად თელავში დასახლებულა. მას დიდ მოძღვრად მიიჩნევდნენ. 7 შვილი ჰყავდა, მათ შორის იყო გედეონიც, მირზას მამა.

გედეონი თიანეთში ჩასიძებულა. მას და ევას 8 შვილი შეეძინათ, მათგან რეზო, იგივე მირზა, მეშვიდე იყო. მომავალი პოეტი 1917 წლის 2 მარტს დაიბადა. მისი დედმამიშვილებიდან ზრდასრულ ასაკამდე ყველამ ვერ მიაღწია, იმხანად ეპიდემიებს ბევრი მოზარდის სიცოცხლე ეწირებოდა. მირზას და-ძმებიდან გადარჩა მხოლოდ სამი: როენა, რუსუდანი და თეიმურაზი. ოთხივე გელოვანი ნიჭიერებით გამოირჩეოდა.

თეთრი და ცისფერთვალება მირზა თურმე ჯანსუსტი ბავშვი იყო, ხშირად ავადმყოფობდა. დედა სასთუმალთან უჯდა და ზღაპრებს უყვებოდა, მამა კი – ამბებს საამაყო წინაპრებზე, გელოვანებზე, რომლებიც თამარ მეფის დროს სახელოვანი ადამიანები ყოფილან. ლექსების წერა 4 წლის ასაკში დაიწყო.

ყმაწვილმა პოეტმა პირველ ფსევდონიმად ,,მზის შვილი” აირჩია. მისი ლექსები ჟურნალ “ჩვენს თაობაში” ხშირად იბეჭდებოდა. სწორედ მაშინ გაიცნო ახალგაზრდა პოეტები ალექსანდრე საჯაია და ლადო ასათიანი.

ლამაზმანების გარემოში

– პოეტის შთაგონების წყარო ლამაზმანები ხშირად გამხდარან. საზოგადოებისთვის ცნობილია ნინო ახვლედიანის სახელი, რომელიც პოეტმა შოვში დასვენებისას გაიცნო.

ნინო ახვლედიანი გვიან გათხოვდა. მემკვიდრე არ შეეძინა. 5 უკრაინელი ბავშვი იშვილა და გამოზარდა… როგორც თავის მოგონებებში აღნიშნავს, მისთვის ქმარს უთქვამს, მირზა ომიდან რომ დაბრუნებულიყო, ჩემი ხელით გაგიმზადებდი მზითევს და გაგაყოლებდი, მისი პოეზია იმდენად მიყვარსო.

რუსუდან ზვიადაური, თიანეთის მკვიდრი ,,სარკეს” უამბობს:

– მირზას პირველი შეყვარებული მისი თანატოლი, ულამაზესი მარიამ ცალუღელაშვილი იყო.პოეტის ფსევდონიმი ,,მირზა” სწორედ მის სახელს უკავშირდება. მირზას თანაკლასელი, აწ გარდაცვლილი შალვა სისაური, თავის ჩანაწერებში იხსენებდა, თუ როგორ გაანდო ყმაწვილმა რეზომ ამ სიყვარულისა და გამოგონილი ახალი სახელის შესახებ – დღეების განმავლობაში იჯდა და წერდაო: ,,მირ-მარ”, “მარო-რეზო”, “მირზა”… ბევრს დარდობდა: მარო მიყვარს და უარს მეუბნება, ჩემი ფსევდონიმი კი მაინც მირზა იქნებაო.

საოცარია, რომ მარიამ ცალუღელაშვილი გარდაცვალების წინ მირზას სახელს ახსენებდა. დღეს ძალიან ცოტამ თუ იცის მირზა გელოვანის ფსევდონიმის ნამდვილი ისტორია.

ჟურნალი სარკე

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი