შაბათი, სექტემბერი 7, 2024
spot_img
მთავარიგანათლებამეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა...

მეოთხე ქართული ანბანი, რომლის შესახებაც ცოტამ იცის – როდის და რატომ შეიქმნა „დედაბრული ხელი“

ყველამ იცის, რომ ქართულში სამი ანბანია – ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული. თუცმა, სინამდვილეში არსებობს კიდევ ერთი ქართული ანბანი, რომელიც არსებული ანბანების მოდიფიკაციას წარმოადგენს და მისი არსებობის შესახებ ძალიან ცოტას თუ სმენია.

დედაბრული ხელი – ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.

cms-image-000036739-1696754394.jpg

დედაბრული ხელის სახელწოდება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ იგი ძირითადად ქალებს შორის იყო გავრცელებული. დედაბრული ხელით შესრულებულია როგორც პირადი წერილები, აგრეთვე ისტორიული საბუთები და ხელნაწერი — კარაბადინი. არსებობს აგრეთვე დედაბრული ხელით შესრულებული წერილი თურქულ ენაზე.

ანბანში 32 ასოა, მოხაზულობა კუთხოვანია და ასოების მნიშვნელობაც ზოგ შემთხვევაში განსხვავებულია. სიტყვები არ არის ერთმანეთისგან დაშორებული და თანხმოვნებს შორის ხმოვნებს ვხვდებით.

დედაბრული ხელის პირველი ზოგადი დახასიათება, რომელიც ორსტრიქონიან ნიმუშთან ერთად გამოქვეყნდა 1878 წელს, ეკუთვნის დიმიტრი ბაქრაძეს. თავად ტერმინი „დედაბრული ხელი“ პიველად 1946 წელს გამოიყენა სიმონ ჯანაშიამ. 1949 წელს დედაბრული ხელი გამოიკვლია და მას ცალკე ნაშრომი უძღვნა თ. ხაჟომიამ.

mty5mti0x3bvc3rfmtu5ndiwmtu3nw-1696754416.jpeg

დედაბრული ხელისათვის დამახასიათებელია მხედრულ ასოთა კუთხოვანი მოყვანილობები. ცალკეულ შემთხვევებში მხედრულად ნაწერ ტექსტში ზედმეტად ჩართულია ნუსხური, უ, ი ან სხვა ასოები. ანის, განის, ენისა და სხვა ზოგიერთ ასოთა მოხაზულობა ემსგავსება XI საუკუნის ადრეულ მხედრულ მოხაზულობებს.

დედაბრული ხელით შესრულებული ძეგლები XIX საუკუნით თარიღდება; მეცნიერთა ნაწილი ადრეულ მხედრულთან მსგავსების გამო ვარაუდობს, რომ წერის ეს სახე გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო.

წიგნიდან: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი; ავტ” მზია ხახუტაიშვილი

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ხელის ჩამოყალიბება უკავშირდება მე-16 საუკუნის მეორე ნახევარიდან სამცხე-საათაბაგოში ოსმალობის დამყარებასა და მომდევნო საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მუსულმანიზაციის ანუ „გათათრების“ პროცესს.

ქობულეთის მუზეუმში კინტრიშული კარაბადინის სახელით ცნობილი 7 მეტრის სიგრძის გრაგნილია დაცული. კარაბადინზე დატანილია წარმართული ლოცვები და სხვადასხვა სამკურნალო რეცეპტები დედაბრული ხელით.

22-1696754489.png

წიგნიდან: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი; ავტ” მზია ხახუტაიშვილი

ასევე სოფელ ქობულეთში აღმოაჩინეს ქვა, რომელზეც დედაბრული ხელით შესრულებული წარწერაა დატანილი. მფლობელები ამბობენ, რომ იგი თავის დროზე სახლის ფასადს ამშვენებდა, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ახლა თითქმის აღარ ჩანს მასზე წარწერა.

დღეს დედაბრული ხელით საქართველოში აღარავინ წერს, დედაბრულის მცოდნეები ისევე უცნაურად გაუჩინარდნენ, როგორც თავის დროზე გამოჩნდნენ. თუმცა მათ მიერ დატოვებული გზავნილების წაკითხვა და გაშიფვრა რამდენიმე ადამიანმა მაინც შეძლო.

წყაროები:

  • ს. ჯანაშია, გიორგი შარვაშიძე, თბილისი, 1946
  • თ. ხაჟომია, ქართული დამწერლობის ერთ-ერთი თავისებური სახე, „მიმომხილველი“, I, თბილისი, 1949, ტაბ. I-X
  • მზია ხახუტაიშვილი: ქობულურ-აჭარულიდედაბრული ხელი

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Giorgi Pkhakadze
#drpkhakadze
მსგავსი პოსტები
როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

როგორ უნდა დაგეგმოთ იდეალური 1 დღე ტრასტევერეში, რომში

7 September, 2024
გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

გაიგეთ უახლესი მიღწევები სამედიცინო რობოტექნოლოგიაში – ღორს ენდოსკოპია დისტანციურად, 9 300 კილომეტრი მანძილიდან, ჩაუტარეს

სექტემბერი 6, 2024
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი მეორე გოგოს მშობლები გახდნენ

6 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

სერაპეუმი საკარაში – ეგვიპტის უძველესი ნეკროპოლისის საიდუმლო და ინჟინერიის საოცრება

7 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

spot_img

ხშირად ნახვადი