სამშაბათი, აპრილი 22, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები"მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი" ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს" - დათო ლიკლიკაძე...

“მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი” ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს” – დათო ლიკლიკაძე ქუთაისის N7 სკოლის დირექტორის გარდაცვალებას ეხმაურება

“გამოთქმა – “მეხის გავარდნას ჰგავდა სიკვდილი” ახლა გავიგე, ზუსტად რას ნიშნავს. შოკირებული ვარ და სრულიად შემძრა ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების ამბავმა” – ამის შესახებ ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქუთაისის N7 სკოლის დირექტორი, პოეტი ენდი ნემსიწვერიძე, გუშინ, 57 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

“ის ბევრისთვის იყო გენიალური ქართველი პოეტი, კარგი მოქალაქე, მამა და მეუღლე.

მე დავკარგე მასწავლებელი, ცხოვრების მასწავლებელი, რომელიც სკოლის შემდეგაც ჩემი მეგობარი იყო. ტკივილს მგვრის ეს ამბავი ახლა სამშობლოდან შორს და ჩემი ფიქრებით ქუთაისში ვარ.ჩემი ფიქრებით შენთან ვარ, ძვირფასო გეგი ნემსიწვერიძე და კარგო ადამიანო მადონა ჯანიანი.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამ მძიმე დღეებში თქვენ გვერდით არ ვარ. ქუთაისი სათანადო პატივს მიაგებს მის უკარგეს ენდი ნემსიწვერიძეს” – წერს დათო ლიკლიკაძე.

author avatar
SheniGanatleba.ge
#drpkhakadze
READ  „ინტერვიუ იმაზე, თუ რატომ არ ვაძლევ ინტერვიუს ჩემ „ჩერეზ-ძმაკაცს“... ამ ახალ წამოწყებაში წარმატებებს კი ვუსურვებ გულით“
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი