პარასკევი, ივლისი 11, 2025
spot_img
მთავარიპირადი ისტორიები„მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს“ – როგორ გამოიყურება მაკა ჩიჩუას გარდერობი

„მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს“ – როგორ გამოიყურება მაკა ჩიჩუას გარდერობი

ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ რუბრიკაში „სტილი“ ეკა ხოფერიასთან ერთად ქართველი ქალების ჩაცმის სტილზე ისაუბრა. ამავდროულად, ჟურნალისტმა მაკას გარდერობი დაათვალიერა, ყოფილმა პირველმა ლედიმ კი თითოეული კაბის ისტორია გაიხსენა.

„ქართველი ქალები მართლაც ინდივიდუალური სტილით გამოირჩევიან. საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი ამას ერთხმად აღნიშნავდა. ზოგადად, მე მიყვარს თავისუფალი სტილი. ტანსაცმელი უნდა იყოს ჩემზე მორგებული და არა მე ტანსაცმელზე. თუმცა, როდესაც პირველი ლედი ვიყავი, კომპრომისებზე მიწევდა წასვლა, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ვყოფილიყავი შეზღუდული.

ძალიან მიყვარს შავი ფერი, თეთრი, მწვანე. არ მიყვარს იასამნისფერი, ვარდისფერი. მოდა და ტენდენციები არ მაინტერესებს. განსაკუთრებულად მომწონს იაპონური სტილი და შემდეგ უკვე ფრანგული, რომელსაც განსაკუთრებული სიკეკლუცე ახლავს თან და ამავდროულად, არ გადადის სიმსუყეში“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

author avatar
SheniGanatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  „ეს ერთ-ერთი ძვირფასი და დაუვიწყარი სიტყვებია ჩემთვის, რაც მოსწავლეებისგან მომისმენია…“
SheniGanatleba.ge
SheniGanatleba.gehttps://sheniganatleba.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები

[fetch_posts]

spot_img

ხშირად ნახვადი