იცით, რატომ არის მოთავსებული ნაყინი ვაფლის კონუსში? ან ის თუ იცით რატომ აქვს ბატონის პურს თავზე ზოლები? მოკლედ პასუხებს ამ და სხვა არანაკლებ საინტერესო კითხვებზე დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ.
რატომ აქვს პურს თავზე ზოლები
ამ კუთხით მოსაზრებები მცხობელებს შორისაც კი იყოფა. ზოგი ამბობს, რომ ბატონის პური თავზე ჭრილის გარეშე შეიძლება რომ ცხობისას გასკდეს, ხოლო ზოგის აზრით ზოლები სილამაზისთვის და ასევე, სხვადასხვა სახეობის პურის ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით კეთდება. მეორე ვერსია უფრო დამაჯერებლად გამოიყურება, ვინაიდან სხვა სახის პურები თავზე ზოლების გარეშეც არ სკდება.
რატომ ათავსებდნენ ნაყინს ვაფლის ჭიქებში
მე-19 საუკუნის ბოლოს ნაყინი ქუჩებში მრავალჯერადი გამოყენების შუშის ჭიქებში იყიდებოდა, რომლებიც საუკეთესო შემთხვევაში ყოველი მომხმარებლის შემდეგ მხოლოდ წყალში ივლებოდა, მაგრამ 1904 წელს გენიალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი: სიცხის გამო მენაყინესთან უზარმაზარი რიგები დგებოდა, ხოლო მინის ჭიქები ყველასთვის საკმარისი არ იყო, იქვე მდგარი ვაფლის გამყიდვლის ჯიხური კი სულ ცარიელი იყო, სწორედ მას გაუჩნდა ჭიქების ნაცვლად ნაყინის, ვაფლის კონუსში მოთავსების იდეაც, შედეგით ყველა კმაყოფილი იყო, განსაკუთრებით კი ექიმები, ვინაიდან ჭიქებში მოთავსებული ნაყინი ტუბერკულოზის გავრცელებას უწყობდა ხელს.
მასალის გამოყენების პირობები