ჰიმბას ტომის ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზ აფრიკელებად ითვლებიან. მათი ფოტოები ხშირად ვრცელდება ინტერნეტში; იყენებენ სარეკლამო პოსტერებსა და კალენდრებზე, თუმცა ამ ხალხის ცხოვრების წესი მათთვის უცნობ ადამიანებს ძალიან გააკვირვებთ, თუ გაიგებენ, რომ ბრინჯაოსფერი გამჭვირვალე კანის მქონე ქალები არასდროს იბანენ. მიუხედავად ამისა, ისინი არ გამოიყურებიან ჭუჭყიანად და კარგი სუნი აქვთ. როგორ ახერხებენ აფრიკული ტომების ჩვეულების მიხედვით ქოხებში მცხოვრები ეგზოტიკური ლამაზმანები ასე მიმზიდველად გამოიყურებოდნენ?
მოდური და შრომისმოყვარე
ჰიმბა ჩრდილოეთ ნამიბიაში მცხოვრები მომთაბარე ხალხია. მათ სწამთ ღმერთის მუკურუსა და წინაპრების სულების. ისინი ცხოვრობენ ხის ქოხებში, რომლებიც დაფარულია თიხის ნარევით და ზრდიან თხებს, ძროხებს და ცხვრებს. დასახლებებში ქალები მოდურად გამოიყურებიან – ხელები და ფეხები ყოველთვის სამაჯურებით აქვთ დაფარული, კისერზე მძივები უკეთიათ, ატარებენ განსხვავებულ ვარცხნილობას ან თავსაბურავს. მათ აქვთ ერთგვარი ხელუხლებელი ეგზოტიკური სილამაზე, რომელიც მნახველს მაშინვე ხიბლავს.
ჰიმბას ტომის გოგონებს ათხოვებენ სქესობრივი მომწიფების მიღწევისთანავე. მაგრამ ახალგაზრდა ლამაზმანი სრულფასოვან ქალად მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ითვლება.
ქალები ატარებენ თავსაბურავს, რომელიც დამზადებულია ცხვრის ტყავისგან, ხოლო მათი ვარცხნილობა შედგება მრავალი ნაწნავისგან, რომლებიც დრედების მსგავსად არის შეკრული.
ევროპელებისთვის ნაცნობი ტანსაცმლის ნაცვლად, ტომის კაცები და ქალები იყენებენ ხბოს ან ცხვრის ტყავისგან დამზადებულ პლედს და ზოგჯერ ქსოვილსაც კი, რადგან ჰიმბას ჯერ კიდევ აქვს კავშირი ცივილიზაციასთან. მათი სხეულის ზედა ნაწილი, ისევე როგორც სხვა მსგავსი აბორიგენების, შიშველია, გარდა ყველა სახის დეკორაციისა, როგორიცაა მძივები და ტყავი. მშობიარობის შემდეგ ქალი ხშირად ატარებს ხელნაკეთი ტყავის ზურგჩანთას.
ქალები ფეხსაცმლად იყენებენ ძროხის ტყავისგან დამზადებულ სანდლებს, კაცებიც მსგავსებს, მაგრამ მანქანის საბურავებისგან კერავენ. თუმცა, მათი დიდი ნაწილი ფეხშიშველი დადის.
ოჯახში კაცის მოვალეობა მარტივია: პირუტყვის საძოვრად გაყვანა, დაკვლა, საჭიროების შემთხვევაში ნადირობაც კი. ეს ძირითადად სამუშაოა, თუ არ ჩავთვლით მონაწილეობას „ოფიციალურ ღონისძიებებში“, როგორიცაა ლიდერთა საბჭო.
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ქალები ასე კარგად გამოიყურებოდნენ, რადგან მათ კაცებისგან განსხვავებით მეტი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები